მესიმ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში "პარი სენ ჟერმენი" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, პირველადი კენჭისყრით ფრანგული გუნდის მეტოქე "მანჩესტერ იუნაიტედი" უნდა ყოფილიყო, თუმცა მცირედი შეცდომებისდა გამო წილისყრა თავიდან ჩატარდა და პსჟ-ის მეტოქედ "ბლანკოსი" დასახელდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ლიონელ მესიმ ისაუბრა:

"პარი სენ ჟერმენის" მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. რა თქმა უნდა, ეს ყველა ჩვენგანის მიზანია. ფრანგული გუნდი რამდენიმე სეზონის წინ ამასთან ძალიან ახლოს იყო. ჩვენ ლიგის მოგებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

არგენტინელმა შემტევმა ასევე ისაუბრა, თუ როგორი იყო "ბარსელონადან" პსჟ-ში გადაბარგება:

"ეს ძალიან დიდი და რთული
ცვლილება იყო, მაგრამ ჩვენ ერთად თავს კარგად ვგრძნობთ, პარიზული გუნდი კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა" - განაცხადა ლეომ Dubai Expo 2020-თან ინტერვიუში.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 13 /
არიან ფეხბურთელები რომლებიც ლომებივით იბრძვიან და მნიშვნელოვან თამაშებს იგებენ ასეთები იყვნენ პელე,მარადონა და ახლა რონალდუ რომელსაც შეუძლია ლებრონ ჯეიმსივით ჰაერში გაჩერდეს და ულამაზესი თავური გაიტანოს.მარტო წელს 36 წლისამ 14 თამაშში გადამწყვეტი ბურთები გაიტანა.იუვესთან გატანილი მაკრატელა ხომ შეუდარებელი იყო და იუვეს ფანებმა ოვაცია მოუწყვეს.მესისტებო ცოტა ჭკუას მოუხმეთ რადგან 21 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელმა ნაკრებში 115 ბურთი გაიტანა და ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო ტურნირი 5 ჯერ მოიგო და ფინალებში 4 ბურთი გაიტანა.
არაადეკვატურებს
19 დეკემბერი 2021 11:56
16
ნეტა არ ბჟუტურებდე რაღაცას და ზღაპრებს არ იგონებდე რა?
სულელა, შეტევას
20 დეკემბერი 2021 20:50
1
ამინ!
მე აქამდე მესის ფანი ვიყავი და ცოტა ხნის უკან ამეხილა თვალები და ჭეშმარიტ რწმენას ვეზიარე! აქამდე რასაც მესიზე ამბობენ სულ ტყუილები ყოფილა! ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი (ანონიმურად) ამბობს, რომ მესი ვარჯიშებზე ბურთს ვერ აჩერებდაო... ხავი და ინიესტა თუ არ იყვნენ ტიროდაო (იმიტომ რომ სხვები პასს არ აძლევდნენ და ხანდახან აჭიტლაყებდნენ). და კიდევ მაგას რაც გოლები გაუტანია, ყველა ისეთი მარტივი სიტუაციიდან იყო,ბებიაჩემიც გაიტანდაო.
შეტევა
19 დეკემბერი 2021 23:47
4
ყველა გამოხმაურება
აბა რონალდისტებო და მესისტებო დახოცეთ ერთმანეთი. რიუსი გულისთვის იშლით ნერვებს ვერ წარმომიდგენია. რონალდომ რამდენიც არ უნდა იძახოს მესიმდე ხომ ვერასოდეს მივა, რადგან მესი გაუთანაბრდა მარადონას, ესკი ნიშნავს იმას რომ ეს დუეტი უკვე მიუწვდომელია ნებისმიერისთვის ჯერჯერობით. არ ვიცი არგენტინა ბრაზილიაში თუ კიდევ ვინმე დაიბადება ესეთი მალე, მაგრამ ევროპიდან ჯერჯერობით იოჰან კრუიფს ვერავინ ეწევა და ალბათ კარგა ხანს ვერც დაეწევიან. რაღა კრუიფი, ვან ბასტენამდეც ვერ მიდიან და სად მარადონა-მესის მიმართ შედარება.
ჩემი აზრით რონალდო ევროპის ხუთეულშიც ვერ შედის იმის მიხედვით რაც ჯერ გაკეთებული აქვს. ეს იგივეა ლებრონ ჯეიმსი შეადარო ჯორდანი-ბრაიანტის დუეტს. ეს ხომ წარმოუდგენელი რამ არის.

ასე რომ რას იშლით ნერვებს. რონალდო-მესი კი არა 99% არც გექნებათ ნანახი მესხის თამაში. უყურეთ ვიდეობს და იქედან გამომდინარე შეადარეთ მესი-რონალდოს და მიხვდებით რამხელა სვაობაა მესისა და რონალდოს შორის
xodzea sastavi
16 დეკემბერი 2021 10:52
8
იცით რა არ მესმის? მესი არ გიყვართ გასაგებია. არც არის სავალდებულო, მაგრამ ფეხბურთიც არ გიყვართ? როგორ შეიძლება ის დაუვიწყარი მომენტები არ აღგაფრთოვანებდეს რასაც მესი აკეთებდა წლების განმავლობაში. ის დაუვიწყარი პასები, გოლები, წამოწყებული შეტევები, კომბინაციები...
ჯაბა
16 დეკემბერი 2021 10:18
0
ლეო ბარსაში დეენემივით იყო შერწყმული თან უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ყავდა გვერდით..დიდი მწვრთნელებით... არგენტინის ნაკრებში იმ ფეერულ თამაშს ვერ აჩვენებდა რასაც გუნდში... ამასთან პესეჟეში ერთი ჩვეულებრივი შემტევია მბაპე ვერ დაჩრდილა... რონალდომ ჯერ ინგლისი დაიპყრო ვერავინ აჩერებდა.. მერე ესპანეთში ეპოქა შექმნა.. იტალიაში გადავიდა და იქაც ვერ აჩერებდნენ 100 გოლზე მეტი გაიტანა 3 სეზონში. ეხლა ამ სიბერეში ინგლისში წავიდა და ისევ გოლების მანქანაა ტიპი. ოქროს ბურთებს კი ლეოს ტენიან რაში ჯერ არვიცით ))
რომა
16 დეკემბერი 2021 08:24
10
დავიწყოთ იმით, რომ რონალდო ის ფეხბურთელია, რომელსაც გუნდი ათამაშებს - ის არის საჯარიმოში, სადაც ბურთი უნდა მიუტანონ და იქ მართლა მაგარია - ცენტრფორვარდია და ბომბარდირი, ისტორიაში ალბათ ერთერთი საუკეთესო. მაგრამ საჯარიმოს გარეთ დიდი ვერაფერი. მესი არის ადამიანი რომელიც ათამაშებს გუნდს, თვითონაც გააქვს, ასისტებსაც აკეთებს, საჯარიმოს გარედანაც ბევრი გააქვს და თამაშს ქმნის. მესი ბომბარდირია და პლეიმეიკერი ერთდროულად. როდესაც ცენტრფორვარდი ხარ (რონალდო) და პლეიმეიკერს (მესი) შენზე უკეთსი რეიტი აქვს - ანუ გატანილი გოლების შეფარდება ჩატარებულ თამაშების რაოდენობასთან - რაღაზეა ლაპარაკი საერთოდ...
არტ
16 დეკემბერი 2021 15:43
0
Erti tavit magla dgas cristiano . Es aris chemi komentari da aba gisment mesis panebo)
Gio
15 დეკემბერი 2021 14:37
26
მესის მიერ დადგმული სპექტაკლები მინდორზე, დღესაც არ ამომდის თავიდან. მე პირადად გოლების გატანის გარდა, მომწონს როცა ფეხბურთელი გოლამდე, გადაივლის მთელ მინდორს, ატყუებს ლამაზად მეტოქეს და ამის მერე აგვირგვინებს ულამაზეს გოლს. აი ესეთი ფეხბურთელი მიყვარს და მომწონს. გოლის გატანა ყველას შეუძლია, მაგრამ შენ მანამდე როგორ აკეთებ ამას? აი ეს არის საკითხავი. ამ მხრივ ლეო მესი, უადაოდ გამორჩეულია!
Temo
16 დეკემბერი 2021 14:56
0
ეთი თავით მაღლა დგას არა ტოროლა
გიორგი
16 დეკემბერი 2021 09:53
0
ყველა გამოხმაურება
აბა ანტი მესისტებო გელოდებით! უთქვენოდ როგორ შეიძლება? სადაც მესიზე სტატიაა, იქ თქვენც ხომ უნდა იყოთ? თქვენ ხომ გასაკრიტიკებლად, მესის გარდა ვერავის ხედავთ?!!!!
gia
15 დეკემბერი 2021 14:05
8

სიახლეები პოპულარული