თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა შეიძლება "რეალს" პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ვერ დაეხმაროს, - იტყობინება "მარკა".
ბენზემამ ბარძაყის ტრავმა კი მოირჩინა, მაგრამ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და ფორმაში არ არის.
ბენზემას 12 თებერვალს "ვილიარეალთან" თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია და ნაკლებად სავარაუდოა პსჟ-სთან მატჩისათვის მწყობრში ჩადგეს.
ამ სეზონში მან 28 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.
პსჟ-ისა და "რეალის" პირველი დაპირისპირება 15 თებერვალს გაიმართება.