[PREVIEW] - "ინტერისა" და "ზალცბურგის" დიდი გამოცდა, ფავორიტები სტუმრად ითამაშებენ

AutoSharing Option
დღეს, 16 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მორიგი 2 შეხვედრა გაიმართება.

მიუნხენის "ბაიერნი" "ზალცბურგს" ესტუმრება.

ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივე მატჩში "რეკორდმაისტერმა" იმარჯვა.

დღევანდელ მატჩში ავსტრიელებს ბერნარდო, ზლატკო იუნუზოვიჩი, სეკო კეიტა, ბრაიან ოკო, ბენჟამინ სესკო და ალბერტ ვალიცის გამოაკლდებათ.

გერმანელები მოედანზე მანუელ ნოიერის, ჯამალ მუსიალას, ლეონ გორეცკასა და ალფონსო დევისის გარეშე გამოვლენ.

Sportall.Ge

მილანის "ინტერი" "ლივერპულს" უმასპინძლებს.

ევროპული გრანდები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 3-ში მერსისაიდელებმა იმარჯვეს, ერთი შეხვედრა კი "ნერაძურიმ" მოიგო.

დღევანდელ მატჩში მასპინძლებს ნიკოლო ბარელა, ხოაკიმ
კორეა, რობინ გოსენსი და მატიას ვესინო გამოაკლდებათ.

ინგლისელები ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ. ერთადერთი, კითხვის ნიშნის ქვეშაა დივოკ ორიჯის ასპარეზობა.

ორივე მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, გუშინ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრები გაიმართა:

პსჟ - მადრიდის "რეალი" - 1:0

"სპორტინგი" - "მანჩესტერ სიტი" - 0:5

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული