მილანში დაძაბული და ნაკლებად სანახაობრივი შეხვედრა გაიმართა. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, გოლი კი სტუმრებმა გაიტანეს. შეცვლაზე შესულმა ფირმინომ თავურით დალაშქრა ჰანდანოვიჩის კარი. შემდეგ სალაჰმაც გაიტანა, 0:2 და კლოპის გუნდმა მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
„ზალცბურგი“ "ბაიერნთან" საკუთარ მოედანზე პირველ ტაიმში ადამუმ დააწინაურა. მეორე ტაიმში სტუმრები ბევრს უტევდნენ და ბოლოს კომანმა ანგარიში გაათანაბრა. 1:1 და ყველაფერი მიუნხენში გადაწყდება.
მილანი. „სან სირო“. 37 918 მაყურებელი
ინტერი - ლივერპული 0:2
გოლები: 0:1 ფირმინო (75), 0:2 სალაჰი (83)
ზალცბურგი. „რედ ბული“. 29 520 მაყურებელი
ზალცბურგი - ბაიერნი 1:1
გოლები: 1:0 ადამუ (21), 1:1 კომანი (90)
- "ლივერპულმა" კარში ორჯერ დაარტყა და ორივე გაიტანა.
- კლოპის გუნდი წელს დაუმარცხებელია - 8 მოგება და 2 ფრე.
- სალაჰმა ჩემპიონთა ლიგაზე 50 მატჩში 33 გოლი გაიტანა. ამ სეზონში ტურნირზე მის ანგარიშზე 7 მატჩში 8 გოლია.
- ფირმინომ "წითლებში" ბოლო 8 შეხვედრაში პირველად გაიტანა.
- "ბაიერნმა" ლევანდოვსკისთან ერთად მოგებული ზედიზედ 22 შეხვედრის შემდეგ ვერ გაიმარჯვა.
- მიუნხენურმა გუნდმა ყველა ტურნირზე ბოლო 6 მატჩიდან 3 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 2 წააგო.
ამ გუნდების საპასუხო მატჩები 9 მარტს გაიმართება.