ხვალ, თბილისის დროით 00:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური 2 შეხვედრა გაიმართება.
ლონდონის "ჩელსი" "ლილს" მასპინძლობს.
"არისტოკრატები" კარგ ფორმაში იმყოფება, ამ შეხვედრას კი 5-მატჩიანი მოგებათა სერიით ხვდება, რასაც ვერ ვიტყვით ლიგა 1-ის მოქმედ ჩემპიონებზე - ფრანგებმა ბოლო 5 შეხვედრაში 2 მატჩი მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს, 2-იც წააგეს.
დღეს "ლურჯებს" ბენ ჩილველი და კალუმ ჰუდსონ-ოდოი გამოაკლდება; კითხვის ნიშნის ქვეშაა სესარ ასპილიკუეტას, რის ჯეიმსისა და მეისონ მაუნტის თამაშიც.
სტუმრები, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებენ. ერთადერთი კითხვის ნიშნის ქვეშაა ისააკ ლიჰაჯისა და რენატო სანჩესის გამოსვლა.
"წყალქვეშა ნავებმა" ბოლო 4 მატჩიდან 3-ში გამარჯვება იზეიმა, მადრიდის "რეალთან" კი ფრედ ითამაშა. საპასუხოდ, "ბიანკონერი" 7 შეხვედრაა დაუმარცხებელია.
ესპანელებს დღეს ხერარდ მორენო და რუბენ პენა გამოაკლდებათ. "ბებერ ქალბატონს" ფედერიკო კიეზა, ლუკა პელეგრინი და დანიელე რუგანი არ ეყოლება; კითხვის ნიშნის ქვეშაა პაულო დიბალას, ფედერიკო ბერნარდესკის, ლეონარდო ბონუჩისა და ჯორჯო კიელინის თამაში.