ჯორჯ ვეას შვილის საინტერესო ამბავი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის პარალელურად

AutoSharing Option
2022 წლის 22 თებერვალი გამორჩეული თარიღია - ციფრების ასეთი კომბინაცია იშვიათია. კიდევ უფრო საინტერესო ამ დღის 22:22 საათი იყო. ხსენებულ დროს (ევროპული დროით) ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა იმართებოდა, სადაც "ჩელსი" "ლილს" მასპინძლობდა. სტუმართა შემადგენლობაში ერთი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა მედიის ყურადღება მაინც მიიპყრო და მოედანზე მის შემოსვლას ყველა ელოდა - ფრანგების ფორვარდი ტიმოთი ვეა ამ დღეს 22 წლის გახდა.

შემტევი ლიბერიელ ფეხბურთელ ჯორჯ ვეასა და მისი იამაიკელი მეუღლის, კლარის ოჯახში დაიბადა. მოგეხსენებათ, ვეა 2018 წელს ლიბერიის პრეზიდენტად აირჩიეს. "ლილის" რიგებში უკვე
3 წელია გამოდის, მანამდე კი "სელტიკსა" (იჯარით) და პსჟ-ში თამაშობდა. ტიმოთის 2019 წლიდან აშშ-ის ეროვნულ ნაკრებშიც იწვევენ, თუმცა განსაკუთრებული შედეგიანობით ვერ გამოირჩევა.

ფრანგები ლონდონელებთან პირველ მატჩში უშანსოდ (0:2) დამარცხდნენ. კანადელ ფორვარდ დავიდის ნაცვლად, მოედანზე კოსოვოელი ჟეგროვა ვიხილეთ, თუმცა მთავარი მწვრთნელი ვეას არ დაეყრდნო.

alt ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ვლაჰოვიჩის სადებიუტო გოლი 32-ე წამზე - "ჩელსის" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული