ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: დაუნდობელი "ბაიერნი" და "ლივერპულის" საშინაო მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 8 მარტს, ჩემპიონთა ლიგის ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

„ბაიერნმა“ ავსტრიაში „ზალცბურგთან“ ფრეს (1:1) კომანის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით მიაღწია, სახლში კი ლევანდოვსკიმ 23 წუთში ჰეთ-თრიკი შეუსრულა და საქმეც მოუთავა. ეს ტურნირის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკია. მის ანგარიშზე ამ სეზონში კლუბში 35 მატჩში 42 გოლია. საბოლოოდ „რეკორდმაისტერმა“ გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვა და ისტორიაში მეოცედ გავიდა მეოთხედფინალში.

„ლივერპულს“ გასვლაზე „ინტერი“ 2:0 ჰყავდა დამარცხებული. „ენფილდზე“ მარტინესმა 61-ე წუთზე მილანური გუნდი დააწინაურა. მან ბოლო 2 შეხვედრაში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, იქამდე კი
646-წუთიანი მშრალი სერია ჰქონდა. თუმცა 63-ე წუთზე სანჩესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, შეტევა ვეღარ შეძლეს, მასპინძლებმა იერიშების მიტანა გააძლიერეს, სალაჰმა ბურთი ძელს გაარტყა, ანგარიში აღარ შეიცვალა და წაგების მიუხედავად, კლოპის გუნდმა ორი მატჩის ჯამში გაიმარჯვა.

მიუნხენი. „ალიანც არენა“. 25 000 მაყურებელი
ბაიერნი - ზალცბურგი 7:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (12, პენ), 2:0 ლევანდოვსკი (21, პენ), 3:0 ლევანდოვსკი (23), 4:0 გნაბრი (31), 5:0 მიულერი (54), 5:1 კერგორი (70), 6:1 მიულერი (83), 7:1 სანე (85)

ლივერპული. „ენფილდი“. 51 747 მაყურებელი
ლივერპული - ინტერი 0:1
გოლი: მარტინესი (61)
გაძევება: სანჩესი (63)

მკითხველის კომენტარები / 2 /
რუსული კომენტირებით, რომ არ დადოთ არ შეგიძლიათ?!
გეო
09 მარტი 2022 10:13
11
ტყაააპ
buxrika
09 მარტი 2022 08:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული