[PREVIEW] მცირე სენსაციის შემდეგ "ბაიერნი" "ზალცბურგს" მასპინძლობს, "ლივერპული" "ენფილდზე" "ინტერს" მიიღებს

AutoSharing Option
ხვალ, 9 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება.

მიუნხენის "ბაიერნი" "ზალცბურგს" უმასპინძლებს. ავსტრიაში პირველი დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა, დღევანდელ შეხვედრაში კი "რეკორდმაისტერი" უპირობო ფავორიტად ითვლება.

განმეორებით მატჩში გერმანელებს მანუელ ნოიერი, ლეონ გორეცკა და კორენტინ ტოლისო გამოაკლდებათ, კითხვის ნიშნის ქვეშაა ალფონსო დევისის თამაშიც.

სტუმრებს ზლატკო იუნუზოვიჩი, სეკოუ კოიტა, უსმან დიაკიტე, ბენჟამინ ჩესკო და ნოა ოკაფორი არ ეყოლებათ.

Sportall.Ge

"ლივერპული" "ინტერს" უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა ინგლისელების გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. მიუხედავად გუნდების სტატუსისა, უნდა ითქვას, რომ იურგენ კლოპის შეგირდები,
ფაქტობრივად, მომდევნო ეტაპზე არიან.

მერსისაიდელებს დღევანდელ შეხვედრაში ტიაგო ალკანტარა გამოაკლდებათ. კითხვის ნიშნის ქვეშაა ჟოელ მატიპისა და კურტის ჯონსის თამაშიც.

თავის მხრივ, "ნერაძური" "ენფილდზე" ოპტიმალური შემადგენლობით წარდგება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული