ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: საოცრება "ბერნაბეუზე" - ფანტასტიკურმა ბენზემამ პსჟ გამოაგდო VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 მარტს, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

პარიზში 0:1 დამარცხების შემდეგ „რეალმა“ თავიდანვე დიდი ძალებით შეუტია, პსჟ კი სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდა და მე-16 წუთზე მბაპეს გოლის გატანა კურტუამ არ დაანება. 25-ე წუთზე ბენზემას დარტყმული ბურთი უკვე დონარუმამ მოიგერია. 33-ე წუთზე მბაპეს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. თუმცა, 39-ე წუთზე კილიანმა მაინც დალაშქრა მადრიდელთა კარი.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა, 53-ე წუთზე მბაპემ ისევ გაიტანა და მსაჯმა ისევ თამაშგარე დააფიქსირა. 61-ე წუთზე დონარუმას შეცდომის შემდეგ ბენზემამ
ანგარიში გაათანაბრა, „ბლანკოსი“ უპირატესობას დაეუფლა, ვინისიუსმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, მერე ბენზემამ კიდევ ორი გაიტანა და თავის გუნდს შემდეგი ეტაპის საგზური მოუპოვა.

„სიტის“ გასვლაზე „სპორტინგი“ 5:0 ჰყავდა განადგურებული, დღევანდელ შეხვედრას ფორმალური ხასიათი ჰქონდა, 0:0 დასრულდა და გვარდიოლას გუნდი მეოთხედფინალში გავიდა.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 59 895 მაყურებელი
რეალი - პსჟ 3:1
გოლები: 0:1 მბაპე (39), 1:1 ბენზემა (61), 2:1 ბენზემა (76), 3:1 ბენზემა (78)

მანჩესტერი. „ეტიჰადი“. 51 213 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - სპორტინგი 0:0

- ბენზემამ „რეალში“ მე-500 მატჩი დაიწყო სასტარტოში და 18 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს 2015 წლის შემდეგ ამ ტურნირზე მისი პირველი ჰეთ-თრიკია. ქარიმი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 18 წელიწადში გაიტანა გოლი.
- მესის „რეალის“ კარი 2018 წლის შემდეგ, 9 შეხვედრაში არ დაულაშქრავს და 7 წელია არ გასულა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
- მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე 33 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა.
- „სიტის“ ნახევარმცველმა ფერნანდინიომ ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ჩაატარა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
აქ ერთმა რა სისულელე დაახეთქა..ბენზემას გაუვარდაო..ტიპს ლიგაზე და რეალის ისტორიაში რამდენი გოლკ აქვს..ზოგი ფეხბურთის მოდებაში არაა...ეს თამაში მოიგო არა რეალმა და ანჩელოტიმ..არამედ წააგო პოჩეტინომ...დონარუმაზე რა ჯარიმა.ტიპმა რეალთან. წინ ბენზემა იდგა და თითქოს ემპოლის ეთამაშებოდა..ფოკუსები დაიწყო...ან დავავიწყდათ რეალის გალაქტიკო?მაშკნ ეხლანდელ პსჟ არანკლ3ბი შემტევები ყავდათ..მაგრამ თამაშს მარტო შეტევა ვერ იგებს....ეს გუნდი გაისად ამ ეტაპამდეც ვეღარ მივა...არც რეალს აქვს დიდი პერსპეტივა...
Labirinti...
10 მარტი 2022 15:22
3
ლაბირინთ ლაბირიინთ ...... კაი სიმღერა გამახსენდა. რაც არ უნდა იუზრდელო და უაზრობა ეძახო სხვის აზრს ფაქტი ჯიუტია, რომ ბენზემამ დოლარას ფეხში ჩარტყა და საერთოდ პირველი და მესამე გოლის დროს შავი დედალივით გაუმართლა. არავინ არ უარყოფა, რომ ძალიან მაღალი დონის ფორვარდია. განსხვავებული აზრიც მოისმინეთ, მეტი იფიქრეთ და იქნებ მართლწერაც გაგიუმჯობესდეთ. :)))
H
10 მარტი 2022 17:51
11
პსჟ-ს დაცვა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს...
tngh
10 მარტი 2022 15:20
0
სხვა ხაზში ხო გლიჯავენ რაა, (თავდასხმას ვერ ვეხები).......
გელა67
10 მარტი 2022 16:54
0
ფაქტია,5 წელია მესის პრინციპული,მნიშვნელოვანი მატჩი კარგად არ უთამაშია.თუ არა ერთი თამაში მაინც შემახსენეთ.ამიტომაც ოქროს ბურთების ჩუქება თუ მიყიდვა საეჭვოდ მიაჩნიათ მსოფლიოში ყველა საღად მოაზროვნე ფეხბურთის სპეციალისტს.
ასეა ეს
11 მარტი 2022 14:02
6
ერთი ყველა ტვინით პარაზიტს ნუ აგიჩემებიათ ეს "ასეა ეს".
Data.
11 მარტი 2022 22:47
2
კაი კაცო ერთო
Diego
11 მარტი 2022 22:47
2
ნანტი-პსჟ 3-1, ნიცა-პსჟ 1-0 რეალი-პსჟ 3-1 პოჩეტინო წადიიიიიიიი. უნდა შეეგუო რო ამბიციურ გუნდში ხარ და არა სამოყვარულო საფეხბურთო გუნდში.როცა იგივე რეალს შერიფი და ზენიტი უგებენ შენ არ უნდა წაააააგგგოოოოო.. good bye...
სირცხვილია
10 მარტი 2022 19:40
1
ახია ფრანგებზე რომ შეიწყალეს. იჯდნენ და უყურონ ეხლა
Tevez11
11 მარტი 2022 07:56
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული