ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: საოცრება "ბერნაბეუზე" - ფანტასტიკურმა ბენზემამ პსჟ გამოაგდო VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 მარტს, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

პარიზში 0:1 დამარცხების შემდეგ „რეალმა“ თავიდანვე დიდი ძალებით შეუტია, პსჟ კი სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდა და მე-16 წუთზე მბაპეს გოლის გატანა კურტუამ არ დაანება. 25-ე წუთზე ბენზემას დარტყმული ბურთი უკვე დონარუმამ მოიგერია. 33-ე წუთზე მბაპეს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. თუმცა, 39-ე წუთზე კილიანმა მაინც დალაშქრა მადრიდელთა კარი.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა, 53-ე წუთზე მბაპემ ისევ გაიტანა და მსაჯმა ისევ თამაშგარე დააფიქსირა. 61-ე წუთზე დონარუმას შეცდომის შემდეგ ბენზემამ
ანგარიში გაათანაბრა, „ბლანკოსი“ უპირატესობას დაეუფლა, ვინისიუსმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, მერე ბენზემამ კიდევ ორი გაიტანა და თავის გუნდს შემდეგი ეტაპის საგზური მოუპოვა.

„სიტის“ გასვლაზე „სპორტინგი“ 5:0 ჰყავდა განადგურებული, დღევანდელ შეხვედრას ფორმალური ხასიათი ჰქონდა, 0:0 დასრულდა და გვარდიოლას გუნდი მეოთხედფინალში გავიდა.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 59 895 მაყურებელი
რეალი - პსჟ 3:1
გოლები: 0:1 მბაპე (39), 1:1 ბენზემა (61), 2:1 ბენზემა (76), 3:1 ბენზემა (78)

მანჩესტერი. „ეტიჰადი“. 51 213 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - სპორტინგი 0:0

- ბენზემამ „რეალში“ მე-500 მატჩი დაიწყო სასტარტოში და 18 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს 2015 წლის შემდეგ ამ ტურნირზე მისი პირველი ჰეთ-თრიკია. ქარიმი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 18 წელიწადში გაიტანა გოლი.
- მესის „რეალის“ კარი 2018 წლის შემდეგ, 9 შეხვედრაში არ დაულაშქრავს და 7 წელია არ გასულა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
- მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე 33 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა.
- „სიტის“ ნახევარმცველმა ფერნანდინიომ ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ჩაატარა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ფაქტია,5 წელია მესის პრინციპული,მნიშვნელოვანი მატჩი კარგად არ უთამაშია.თუ არა ერთი თამაში მაინც შემახსენეთ.ამიტომაც ოქროს ბურთების ჩუქება თუ მიყიდვა საეჭვოდ მიაჩნიათ მსოფლიოში ყველა საღად მოაზროვნე ფეხბურთის სპეციალისტს.
ასეა ეს
11 მარტი 2022 14:02
6
კაი კაცო ერთო
Diego
11 მარტი 2022 22:47
2
ერთი ყველა ტვინით პარაზიტს ნუ აგიჩემებიათ ეს "ასეა ეს".
Data.
11 მარტი 2022 22:47
2
ახია ფრანგებზე რომ შეიწყალეს. იჯდნენ და უყურონ ეხლა
Tevez11
11 მარტი 2022 07:56
1
ნანტი-პსჟ 3-1, ნიცა-პსჟ 1-0 რეალი-პსჟ 3-1 პოჩეტინო წადიიიიიიიი. უნდა შეეგუო რო ამბიციურ გუნდში ხარ და არა სამოყვარულო საფეხბურთო გუნდში.როცა იგივე რეალს შერიფი და ზენიტი უგებენ შენ არ უნდა წაააააგგგოოოოო.. good bye...
სირცხვილია
10 მარტი 2022 19:40
1
პსჟ-ს ორი მოსეირნე ფეხბურთელი ყავდა ახლა მესი დაემატა.პოჩეტინომ რომელიმე სკამზე რომ დასვას ვინ აპატიებს.ამიტომ დაცვა ვეღარ უძლებს.
jiji alfaize
10 მარტი 2022 17:06
1
სამაგიეროდ შენ ბრდღვნი იუმორშიც და უზრდელობაშიც
სიმართლე
11 მარტი 2022 02:38
2
ვაიმე სად გავიცინოთ ჯიჯულია? იუმორში მაგარი ფარჩაკი ხარ.
ჯიჯი ალფაიძეს
10 მარტი 2022 22:29
6
აქ ერთმა რა სისულელე დაახეთქა..ბენზემას გაუვარდაო..ტიპს ლიგაზე და რეალის ისტორიაში რამდენი გოლკ აქვს..ზოგი ფეხბურთის მოდებაში არაა...ეს თამაში მოიგო არა რეალმა და ანჩელოტიმ..არამედ წააგო პოჩეტინომ...დონარუმაზე რა ჯარიმა.ტიპმა რეალთან. წინ ბენზემა იდგა და თითქოს ემპოლის ეთამაშებოდა..ფოკუსები დაიწყო...ან დავავიწყდათ რეალის გალაქტიკო?მაშკნ ეხლანდელ პსჟ არანკლ3ბი შემტევები ყავდათ..მაგრამ თამაშს მარტო შეტევა ვერ იგებს....ეს გუნდი გაისად ამ ეტაპამდეც ვეღარ მივა...არც რეალს აქვს დიდი პერსპეტივა...
Labirinti...
10 მარტი 2022 15:22
3
ლაბირინთ ლაბირიინთ ...... კაი სიმღერა გამახსენდა. რაც არ უნდა იუზრდელო და უაზრობა ეძახო სხვის აზრს ფაქტი ჯიუტია, რომ ბენზემამ დოლარას ფეხში ჩარტყა და საერთოდ პირველი და მესამე გოლის დროს შავი დედალივით გაუმართლა. არავინ არ უარყოფა, რომ ძალიან მაღალი დონის ფორვარდია. განსხვავებული აზრიც მოისმინეთ, მეტი იფიქრეთ და იქნებ მართლწერაც გაგიუმჯობესდეთ. :)))
H
10 მარტი 2022 17:51
11
პსჟ-ს დაცვა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს...
tngh
10 მარტი 2022 15:20
0
სხვა ხაზში ხო გლიჯავენ რაა, (თავდასხმას ვერ ვეხები).......
გელა67
10 მარტი 2022 16:54
0
მთავარი ის კი არ არის როგორ თამაშობ მთავარია დიდი ფული გადაუხადო ფრანს ფუტბოლს და ჟურნალისტებს ოქროს ბურთების საყიდლად.ასეთი აშკარა უსინდისობა ფეხბურთის ისტორიას არ ახსოვს.
mani,mani
10 მარტი 2022 12:33
7
ლაო მანი, მანი შენ იყავი იმ დროს ოქროს ბურთი, რომ "იყიდეს"? ვაიმე როგორ მეცოდებიან სხვა უღარიბესი ფეხბურთელები, რომლებსაც ფულები არა აქვთ და ვერ ყიდულობენ ოქროს ბურთებს. მანი, მანი მორჩი რა რაღაც სისულეელების ბოდვას. პარიზში რომ ჩაჯ...ლები დადიოდა რეალი, ამ საიტზე, არცერთი არ ჩანდით, ეხლა დიდ გულზე ხართ არა? ბურთი მრგვალია და დარწმუნებული ვარ რეალს მოეხაზება მაგრად.
mani mani-s
10 მარტი 2022 22:39
6
თამაშის წინ,ნეიმარმა განაცხდა,სისულელეა რეალთან დაცვიდან თამაში,რადგან აუცილებლად გაიტანენო.არ ვიცი რა მოხდა,რეალმა აიძულა თუ მწვრთნელმა,მაგრამ მეორე ტაიმში,ბურთის უკან დაჭერა დაიწყეს და დაისაჯნენ კიდეც.ვფიქრობდი რომ პირველი გოლის დროს,დონა რუმაზე ჯარიმა იყო,მაგრამ გამეორებაზე გამოჩნდა,რომ დონარუმა მეკარის მოედნის გარეთ იმყოფებოდა და მართალია ბურთის მოშორების მცდელობის დროს,თავდამსხმელმა ხელის კვრაც სცადა,მაგრამ მას უკვე მანამდე ჰქონდა კონტაქტი ბურთთან.უბრალოდ შეშინდა და კარგად ვერ მოიგერია.მერე დაცვაც და გუნდიც სერიოზულად აირია და რეალსაც მეტი რა უნდოდა.ორი ნაჩუქარი გოლი შეირგეს და მესამე თავად დაამატეს.რეალის მწვრთნელმა შეცვლებით თამაში შეცვალა,პსჟ-მ კი,პირიქით უფრო არია,ისედაც დაბნეული დაცვა.ფრანგებს თითქოს ზეძლიერი თავდასხმის ტრიო ჰყავთ,მაგრამ აღმაფრენით მხოლოდ მბაპე თამაშობს.მესი და ნეიმარი უფრო პროფესიონალებს ჰგვანან,რომლებიც სამუშაოს კეთილსიდნისიერად ასრულებენ,მაგრამ არა სიხარულით.სიხარულით მესი-სუარესი -ნეიმარის ტრიო თამაშობდა და მართლაც ზღაპრულ სანახაობას გვჩუქნიდნენ.დიდი კლუბი ალბათ შიდა ატმოსფეროთიც დიდი უნდა იყოს.ეს არა აქვთ პარიზელებს,მადრიდელებისაგან განსხვავებით.ბარსელონაშიც დაანგრიეს ეს ატმოსფერო და რა დღეშიც ჩავარდნენ,ჩვენი თვალით ვხედავთ.საბედნიეროდ, ხავიმ ვეტერანებთან ერთად შესძლო და ახალგაზრდობას ეს ატმოსფერო აგრძნობინა.დღეს ბარსელონა მენტალურად უკვე სულ სხვა გუნდია,შემოდგომასთან შედარებით და ჩანს რომ მალე ისევ ძველი სიმაღლეების ახლომახლო დონეზე გავა.
სოსო
10 მარტი 2022 12:19
1
პსჟ-ეს თამაშის მაგალითი გვაჩვენებს იმ ჭეშმარიტებას, რომ რაც მეტი მეგავარსკვლავია გუნდში მით ნაკლებია გუნდური თამაში. არადა ფეხბურთი გუნდური თამაშია
ჟორა გაბრიჭიძე
10 მარტი 2022 12:01
0
დაცვა ყავთ უფარჩაკესი
ლადო
10 მარტი 2022 13:02
0
ეს იყო განსხვავება გრანდსა და ბიზნესს შორის:) დიდებული თამაში გამოვიდა
ნერაძური
10 მარტი 2022 11:05
4

სიახლეები პოპულარული