სკანდალი. "ბერნაბეუზე" ნამატჩევს პსჟ-ის პრეზიდენტი მსაჯებთან შევარდნას აპირებდა და "რეალის" დელეგატს მოკვლით დაემუქრა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში "რეალმა" მადრიდში 3:1 დაამარცხა პსჟ და მეოთხედფინალში გავიდა. საკამათო გახდა ბენზემას მიერ გატანილი პირველი გოლი. პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი თვლის, რომ ქარიმი მეკარე დონარუმას ეუხეშა.

"მარკას" ცნობით, ნამატჩევს გამწარებულმა ალ-ჰელაიფიმ ლოჟა სასწრაფოდ დატოვა და მსაჯთა ოთახისკენ გაემართა, რათა არბიტრ დანი მიკელისთვის პრეტენზია გამოეთქვა. კატარელი ყვიროდა და ყველაფერს ხელს ურტყამდა. კატალონიური "სპორტი" იტყობინება, რომ ის პოლიციამ შეაჩერა. El Partidazo de Cope ამტკიცებს, რომ ალ-ჰელაიფი "რეალის" დელეგატს მოკვლით დაემუქრა.

"პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინიომ წაგება
მსაჯებს დააბრალა.

"როგორი სირცხვილია! ბენზემამ თამაშის წესები დაარღვია. ასეთ უხეშ შეცდომაზე დუმილი არ შეიძლება. არ შეიძლება 2022 წელს ასეთი რამ ხდებოდეს. ასეთი გოლის გაშვების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. დაუჯერებელია, რომ VAR-მა მომენტი არ ნახა. ყველა რაკურსიდან ვიდეოგამეორებები ამტკიცებს, რომ ფოლი იყო. შემდგომმა ათმა წუთმა დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა.

ჩვენ ორივე შეხვედრაში უკეთესი გუნდი ვიყავით. ფეხბურთი იმაში მდგომარეობს, რომ მომენტები გამოიყენო. მართლაც, ჩვენ ცოტა ჩავვარდით. ამის ახსნა ძნელია", - განუცხადა პოჩეტინიომ RMC Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თვალების დაშტიმვა არ შელის ბიძია საქმეს, რომ მიახტი და იყიდე ეს ჭ კლასის გუნდი, გეყიდა თავის დროზე მაგალითად მილანი და ამ პერიოდში რაც შენ მანდ ხარ და მაყუთიც დახარჯე ახლა 3 ლიგა მაინც გექნებოდა.
რრრ
10 მარტი 2022 10:24
3
პირველი გოლი ფრანგების კარში, რომელმაც თამაშის ბედი ამოაყირავა, ნამდვილად გასაუქმებელ იყო!!!
ლეო
10 მარტი 2022 09:58
29
ლეოოო :) :) :)
ჰა ჰა ჰა
11 მარტი 2022 02:13
0
ახლა ბენზემა იყიდე 222 მილიონად!
თემო
10 მარტი 2022 09:48
1
ფული აქ მარა მაფიას ვერ გადაუჯოკრა, ფლორენტინო ბებერი ვირთხა...
Tfu
10 მარტი 2022 09:30
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული