[PREVIEW] სუპერმატჩი მანჩესტერში - ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება

AutoSharing Option
დღეს, 5 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის 2 შეხვედრა გაიმართება.

"მანჩესტერ სიტი" მადრიდის "ატლეტიკოს" მასპინძლობს. ორივე გუნდი კარგ ფორმაშია. "ქალაქელებს" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, "როხიბლანკოს" კი - 8. ევროპული გრანდები ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან. რაც შეეხებათ მთავარ მწვრთნელებს, პეპ გვარდიოლა და დიეგო სიმეონე მოედანზე ერთმანეთს 3-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 2-ში გამარჯვებული ესპანელი სპეციალისტი გამოდგა, 1 მატჩი კი არგენტინელმა მოიგო.

რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, ინგლისელებს რუბენ დიაში არ ეყოლებათ. "ატლეტიკოს" ჰექტორ ერერასა და იანიკ კარასკოს გარეშე მოუწევს თამაში. კითხვის ნიშნის ქვეშაა
ხოსე მარია ხიმენესის ასპარეზობაც.

Sportall.Ge

ლისაბონის "ბენფიკა" "ლივერპულს" უმასპინძლებს.

პორტუგალიელებმა პრიმეირა ლიგის ბოლო ტურში "ბრაგასთან" 3:2 დათმეს, ხსენებულ შეხვედრამდე კი 9-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ. თავის მხრივ, მერსისაიდელები ყველა ტურნირზე 4 მატჩია დაუმარცხებლები არიან. ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ერთმანეთს 8-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 5-ში გამარჯვება ინგლისელებმა მოიპოვეს, 3 მატჩი კი "ბენფიკამ" მოიგო.

მასპინძლებს დღევანდელ შეხვედრაში ლუკას ვერისიმო და როდრიგო პინიო გამოაკლდებათ. კითხვის ნიშნის ქვეშაა ადელ ტაარაბტის თამაშიც.

სტუმრები "ბენფიკას" მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობით წარდგებიან.

ორივე შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული