დიდი მატჩი "ეტიჰადზე" - "სიტიმ" "რეალს" 4:3 სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე „რეალი“ 4:3 დაამარცხა.

უნდა ითქვას, თქვენი მოწონებული ფეხბურთი ვიხილეთ: 93-ე წამზე დე ბრუინმა თანამემამულე კურტუას კარი თავურით დალაშქრა და „ქალაქელები“ დააწინაურა (ტურნირზე "სიტის" ყველაზე სწრაფი გოლია). შემდეგ გაბრიელ ჟეზუსმა ალაბა ჩამოიცილა და ანგარიში გაზარდა. მის ანგარიშზე ბოლო 2 შეხვედრაში 5 გოლია. „ბლანკოსმა“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საწყის 11 წუთში პირველად გაუშვა 2 გოლი. მერე მომენტები მარეზმა და ფოდენმა ვერ გამოიყენეს. სამაგიეროდ, გამოიყენა ბენზემამ, რომელმაც „სამეფო გუნდში“ მე-600 შეხვედრა ჩაატარა.

მეორე ტაიმის დასაწყისში
„სიტიმ“ აქტიურად შეუტია და ხელიდან გაშვებული კარგი შანსის შემდეგ ფოდენმა კურტუა დაამწუხრა, თუმცა მალე ჩინებული სოლო-რეიდით ვინისიუსმა ანგარიში ისევ მინიმუმამდე შეამცირა. აქედან მოყოლებული, გვარდიოლას გუნდმა ბურთი დაიჭირა, ტემპი დააგდო და ბერნარდო სილვამ კურტუა გაშეშებული დატოვა - 4:2. მე-80 წუთზე საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე ლაპორტს მოხვდა, ბენზემამ პანენკათი პენალტი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მან სეზონში კლუბში 41-ე გოლი გაიტანა, ლევანდოვსკის გადაასწრო და 14 გოლით მიმდინარე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.

ამ გუნდების საპასუხო მატჩი 4 მაისს მადრიდში გაიმართება.

მანჩესტერი.“ეტიჰადი“. 52 217 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - რეალი 4:3
გოლები: 1:0 დე ბრუინი (2), 2:0 გაბრიელ ჟეზუსი (11), 2:1 ბენზემა (33), 3:1 ფოდენი (53), 3:2 ვინისიუსი (55), 4:2 ბერნანდო სილვა (74), 4:3 ბენზემა (82, პენ)

მკითხველის კომენტარები / 8 /
კარში დარტყმების რაოდენობა და მერე გოლების რაოდენობა შეადარეთ. კიდე ერთხელ დავრწმუნდი მამარდაშვილის მაგრობაში, ბიჭი თამაშში 3-4 სეივს აკეთებს.
100%
27 აპრილი 2022 01:01
0
ვისთან აკეთებს სეივებს ეგეც გვითხარი
100%-ს
27 აპრილი 2022 03:35
28
სიტის უპირატესობა აშკარა იყო. რეალის კლასი გამოჩნდა იმაში რომ მინიმალური რაოდენობის მომენტები გარდასახეს გოლად. სიტი ცოტა უდიერად ექცეოდა მომენტებს, თითქოს იცოდნენ მაინც გაიტანდნენ და ზედმეტი თავდაჯერების გამო ვერ შეძლეს 2-3 ბურთით გამარჯვება. არა და ეკუთვნოდათ
კაი თამაში იყო
27 აპრილი 2022 01:12
4
შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ რასაც ვუყურებ, ეს რეალი ანჩელოტია თავიდან ბოლომდე. ეს კაცი ველოსიპედს არ იგონებს, ათამაშებს იმას, რაც გუნდს შეუძლია. კონტრშეტევებზე მიდის და მომენტებს მაქსიმალურად იყენებს, მითუმეტეს ჰყავს საოცარ ფორმაში მყოფი ბენზემა. სიტიმ ზღვა ენერგია დახარჯა და მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, როცა ორი ამდენი გაანიავა. ჩემი აზრით, მეორე შეხვედრაში უპირატესობა რეალს ექნება, რომელსაც კარლო ანჩელოტი კარგად გამოიყენებს.
: )))))))
27 აპრილი 2022 11:36
1
მართლაც დიდებული თამაში გამოვიდა,სადაც თავდასხმა აშკარად სჯაბნიდა,დაცვას.ვინისიუსის გოლმა,ბეილის გოლი გამახსენა,ბარსელონას კარში,ლეგენდარულ კარლეს პუიოლს რომ შემოურბინა და მსგავსი გოლი გაიტანა.არა მგონია განმეორებით თამაშშიც ასეთი გახსნილი თამაში ითამაშონ,თორემ კარგი კი იქნებოდა.ორივე გუნდი იზრუნებს დაცვის გამაგრებაზე.წუხანდელი თამაშიდან მომეჩვენა,რომ თითქოს რეალს მეტი რესურსი ჰქონდა,თავდასხმის ხაზში და ვნახოთ, რას მოიფიქრებენ მწვრთნელები.
სოსო
27 აპრილი 2022 14:04
8
რეალს თუ პენალი არ აჩუქე რაა მამული...
912
28 აპრილი 2022 01:15
2
წინ საპასუხო მატჩია!!! მადრიდში... "სანტიაგო ბერნაბეუზე".
tngh
27 აპრილი 2022 12:41
0
უნდა ითქვას, თქვენი მოწონებული ფეხბურთი ვიხილეთ: 93-ე წამზე დე ბრუინმა თანამემამულე კურტუას კარი თავურით დალაშქრა

ხო 93-ე წუთზე გაიხსნა ანგარიში და ეს ყველაზე სწრაფი გოლია :დ
ფსშვიუ
27 აპრილი 2022 11:59
2

სიახლეები პოპულარული