პეტი: რაც მესი არ ჰყავს, გვარდიოლას 11 წელია ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ემანუელ პეტი თვლის, რომ "მანჩესტერ სიტის" "რეალთან" დამარცხებასა და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაში დამნაშავე მისი მწვრთნელი პეპ გვარდიოლაა.

"გვარდიოლა დამუხტული იყო, მარეზსა და ფოდენს უყვიროდა. მისი ამოცანაა ფეხბურთელებს თამაშისას კონცენტრაციის საშუალება მისცეს. უგუნურებაა, მთელი მატჩის განმავლობაში გაცოფებული იყო. ჩვენ ვნახეთ, რომ ხანდახან ასისტენტები არ პასუხობდნენ. ძალიან აღფრთოვანებული გახლდათ, რადგან შეხვედრის დიდი დროის განმავლობაში მისი გუნდი იგებდა. "სიტი" არაფერს იგონებდა და სიტუაციას აკონტროლებდა.
მოჩანს კონტრასტი იურგენ კლოპის "ლივერპულისა" და "ვილიარეალის" მატჩისას. მაშინაც კი, როდესაც მისი გუნდი 0:2-ს აგებდა, სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
იგივე ითქმის მანჩესტერელებთან შეხვედრაში კარლო ანჩელოტიზე.

გვარდიოლას ძალიან დიდ პატივს ვცემ და იმასაც, რაც გააკეთა, მაგრამ თუ უნდა ზედმეტი ყურადღება მიიპყროს და გენიოსად მოგვაჩვენოს თავი... თუ ხვალ ასეთივე შედეგს აჩვენებს ჩვეულებრივ გუნდთან, რომელსაც არ აქვს სამმილიარდიანი ბიუჯეტი, მაშინ ვეტყვი, რომ მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. ახლა ეს ასე არ არის. შედეგი დაუნდობელია. მას შემდეგ, რაც მის გუნდში ლიონელ მესი არაა, უკვე 11 წელია ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია", - ციტირებს პეტის RMC Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რომ მოეგო გვარდიოლას გენიოსია იტყიდნენ.წააგო და არმცოდნე გამოყავთ..მესი უდიდესი ფეხბურთელია.მაგრამ ამ პეტის და სხვა ბევრს ავიწყდებათ რა დონის სხვა ფეხბურთელები იყო იმ დროის ბარსაში..დიდი პატივისცემის მიუხედავად.რა დე ბრუინი.რა მარეზი..ხავი და ინიესტა ...ანრი და ეტოო..პუიოლი და ბუსკეტსი..ეხლანდელი სიტი ვერასიდეს მივა იმათ დონესთან..
Labirinti...
10:50 06-05-2022
1
ეს უკვე პრემიერ ლიგაზე გიქრობდა და გაიყვანა ნახევარი გუნდი სტადიონიდან . ვერ გააცნობიერა რომ რეალს ეთამაშებოდა . სილვა დებრუიინის და მაჰრეზის გაყვანით დიდი შეცდომა დაუშვა.
ტოტტი
08:38 06-05-2022
1

myquiz
სიახლეები პოპულარული