
მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ სიტის" (3:1) შეხვედრის პარალელურად, სერხიო აგუერო, კარლოს ტევესი და ოსკარ რუგერი პირდაპირ ეთერში შეხვედრას განიხილავდნენ.
მეორე დამატებული ტაიმის დროს სერხიოს მესიმ მისწერა:
აგუერო - ლეო მწერს...
ტევესი - რა გითხრა?
"შეწყვიტე საუბარი, სულელო. სიგიჟეა, ასე კიდევ ერთ შეხვედრას ვერ მოიგებენ" - განაცხადა აგუერომ.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპული" და მადრიდის "რეალი" ითამაშებენ. მატჩი 28 მაისსაა დაგეგმილი.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით