"სიტისთან" ქამბექი რთული იყო, პსჟ-სთან სახალისო..." - ლუკა მოდრიჩი

AutoSharing Option
მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ქამბექის შესრულება "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ყველაზე რთული იყო, რადგან მატჩის დასრულებამდე დრო თითქმის აღარ გვრჩებოდა. პსჟ-სთან ეს მეტად მარტივი და სახალისო იყო, რადგან 15-20 წუთში ყველაფრის ჩვენ სასიკეთოდ შემობრუნება შევძელით".

ლეგენდარულმა ხორვატმა ასევე "ბერნაბეუს" მაგიაზეც ისაუბრა.

"ძალიან რთულია ახსნა ყველაფერი, რაც "ბერნაბეუზე" ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ხდება. იმედი მაქვს, შევძლებთ და კიდევ ერთ ჩემპიონთა ლიგის თასს მოვიგებთ" - განაცხადა მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს ქალაქ
პარიზში გაიმართება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
შეხედავ,ნაწუწნი კანფეტივით არის ჩამოთავებული.ნეტავი სად აქვს ან ამდენი სირბილის თავი,ან ამხელა საფეხბურთო ტვინი.
სოსო
15:46 19-05-2022
2

myquiz
სიახლეები პოპულარული