"რეალის" ნახევარმცველმა ფედერიკო ვალვერდემ გაამხილა, რაზეა თანახმა ჩემპიონთა ლიგის მოგების გამო.
"ეს ყველა ფეხბურთელისთვის უნიკალური ტიტულია. მის მოსაგებად ბევრ რამეზე წავიდოდი. მხოლოდ შვილს ვერ შევწირავდი... ისე კი, შეიძლება თვით მეუღლე დამეთმო", - ციტირებს ვალვერდეს AS-ი.
ცნობისათვის, ფედე დაქორწინებული არაა, მაგრამ ურთიერთობაშია არგენტინელ ჟურნალისტსა და ტელეწამყვანთან, მინო ბონინოსთან. მათ საერთო შვილი ჰყავთ - ბენისიო, რომელიც 2020 წლის 20 თებერვალს დაიბადა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი "რეალსა" და "ლივერპულს" შორის 28
მაისს გაიმართება.