"ის ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო" - ბენიტესი ფრანგზე

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და "ლივერპულის" ყოფილმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა ქარიმ ბენზემას შესახებ ისაუბრა.

"ის ყოველთვის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. ქარიმი ყოველთვის ძალიან ჭკვიან ფეხბურთელად ითვლებოდა, რომელიც მოედანზე კარგად გადაადგილდებოდა და ასრულებდა შეტევებს. მაგრამ ფრანგმა ახლა კიდევ უფრო გააუმჯობესა და დახვეწა თამაში შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში".

რაფამ ბენზემას ლიდერულ თვისებებზე და "რეალში" მისი ამჟამინდელი როლის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

"მას ახლა შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა, ულიდეროს გუნდს და მატჩის ბედი გადაწყვიტოს. ქარიმს აღარ სჭირდება, რომ ვინმეზე დამოკიდებული იყოს."

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი მადრიდის "რეალსა" და
"ლივერპულს" შორის ხვალ, 28 მაისს, 23:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული