[PREVIEW] ჩემპიონთა ლიგის მთავარი მატჩის მოლოდინში...

AutoSharing Option
დღეს, 28 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "ლივერპული" დაუპირისპირდებიან.

ფინალის გზაზე "ლივერპულმა" შედარებით მარტივი გზა გაიარა, მერსისაიდელებმა "ინტერის", "ბენფიკასა" და "ვილიარეალის" ბარიერი გაიარა, რაც შეეხება "ბლანკოსს", კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით მადრიდელებმა "პარი სენ ჟერმენი", "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა.

ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ისტორიაში 8-ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან 4 შეხვედრა ინგლისელებმა მოიგეს, 3-ში ესპანელებმა იმარჯვეს, 1 დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა.

რაც შეეხება დანაკლისს, "ლივერპულს" დივოკ ორიჯი არ ეყოლება, კითხვის ნიშნის ქვეშაა ტიაგო ალკანტარასა და ფაბინიოს თამაშიც.

"სამეფო გუნდი"
მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობით წარსდგება, ერთადერთი დავიდ ალაბას ასპარეზობაა საეჭვო.

სავარაუდო შემადგენლობა Marca-ს მიხედვით:

"რეალი" - ტიბო კურტუა, დანი კარვახალი, ედერ მილიტაო, დავიდ ალაბა (კითხვის ნიშნის ქვეშაა), ფერლან მენდი, ტონი კროოსი, კაზემირო, ლუკა მოდრიჩი, ფედე ვალვერდე, კარიმ ბენზემა, ვინისიუსი.

"ლივერპული" - ალისონი, ტრენტ არნოლდი, იბრაჰიმ კონატე, ვირჯილ ვან დეიკი, ენდი რობერტსონი, ჯორდან ჰენდერსონი, ფაბინიო (კითხვის ნიშნის ქვეშაა), ნაბი კეიტა, მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე და ლუის დიასი.

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 5 /
Hasta final! Vamos Real!!!
მეგრელი
00:28 29-05-2022
0
ლივერპული!!!!
დევიდ
21:07 28-05-2022
1

სიახლეები პოპულარული