ეს მადრიდია - ბრწყინვალე კურტუა და "რეალმა" კარში ერთადერთი დარტყმით ჩემპიონთა ლიგა მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალმა" "ლივერპული" 1:0 დაამარცხა და მეთოთხმეტედ მოიგო ტურნირი.

შეხვედრის დაწყების წინ არენის მიმდებარე ტერიტორიაზე უბილეთო ინგლისელმა გულშემატკივრებმა არეულობა მოაწყვეს და პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწია. სტადიონთან რიგების, უსაფრთხოებისა და „ლივერპულის“ საცობში მოხვედრის (დანიშნულების ადგილზე 20 წუთის დაგვიანებით მივიდა) გამო, სეზონის დამაგვირგვინებელი მატჩი 36 წუთის დაგვიანებით დაიწყო - დაიწყო მეტ-ნაკლებად თანაბარი დებიუტით, სადღაც მე-15 წუთისათვის „წითლები“ ინიციატივას დაეუფლენ და მომენებტიც შექმნეს, მაგრამ სალაჰსა და მანეს გატანა კურტუამ არ დაანება. მადრიდელებს ერთადერთი შანსი ტაიმის დასასრულს ჰქონდათ, ბენზემამ გაიტანა კიდეც,
მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

შესვენების შემდეგ კლოპის გუნდმა ისევ შეუტია, ანგარიში კი „რეალმა“ გახსნა - ვალვერდეს პასით ალისონის კარი ვინისიუსმა დალაშქრა. მერსისაიდელები კვლავ გადავიდნენ იერიშზე, სალაჰს ბრწყინვალე კურტუამ სამჯერ არ გაატანინა და "ბლანკოსმა" გაიმარჯვა, გაიმარჯვა კარში ერთადერთი დარტყმით.

ანჩელოტი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მეოთხედ მოიგო, ხოლო კლოპმა 4 ფინალიდან 3 წააგო.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კურტუა აღიარეს. ტურნირის ბომბარდირი 15 გოლით ბენზემა გახდა. მან კაპიტნის სამკლავური და თასის აღმართვის უფლება მარსელოს მისცა, რომელიც "რეალში" 2007 წლიდან თამაშობდა და გუნდს დატოვებს.

პარიზი. „სტად დე ფრანსი“
ლივერპული - რეალი 0:1
გოლი: ვინისიუსი (58)

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ჰენდერსონი (კეიტა 77), ალკანტარა (ფირმინო 77), დიასი (ჟოტა 65), სალაჰი, მანე

რეალი: კურტუა, კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი (სებალიოსი 90), ვალვერდე (კამავინგა 85), ვინისიუსი (როდრიგო 90+3), ბენზემა

მკითხველის კომენტარები / 33 /
ესეც თქვენი საუკეთესო ლიგა..პირველი სამი საუკეთესო გუნდი მოგუდა რეალმა..პლუს ფულით გაძეძგილი ლიგა 1 საუკეთესო გუნდი...კურტუა საუკეთესოა...გუნდია რეალი რასაც ქვია..ბრავო ანჩელოტი..გამოცდილება და კლასი..ვინის ეკუთვნოდა ფინალში გოლი..
კიეზა
29 მაისი 2022 06:35
3
არა რა, რეალი რომელიც მთელი თამაში დაცვაში იდგა და ვერაფერი ვერ შექმნა 1 დარტყმით იგებს თამაშს! ლივერპული ხომ 1 თავით უფრო მაღლა იდგა მადრიდელებზე. უბრალოდ არ გაუმართლათ.საშინელი უსამართლობაა.
KOSTAKURTA
29 მაისი 2022 04:21
49
ეგაა ზუსტად კლასი. რეალმა ინგლისელები და პსჟ თავის ადგილზე დააყენა. რეალს რო მაგდენი მომენტი ქონოდა 4-5 გოლს მინიმუმ გაუტანდა. ისე ჩემი აზრით პირველი გოლი ტყუილა არ ჩათვალეს. მცველისგან მიუვიდა და რა თამაშგარეზე იყო საუბარი ვერ გავიგე
გიო
29 მაისი 2022 09:46
6
გეთანხმები მეგობარო! სახლში ჩვენებს ვეუბნებოდი, აი ნახეთ რეალი ერთს დაარტყამს და თამაშს მოიგებსთქო. ესეა, ერთი უტევს, მეორე არაფერს აკეთებს, მაინც იგებს. რას გაუგებ?
kostakurtas
29 მაისი 2022 08:57
3
რეალის გულშემატკივრობა,ეს ნამდვილად სტატუსია.
რეალი სულ ჩემპიონია
29 მაისი 2022 02:16
13
ეს ჩემი გუნდია. რამხელა ბედნიერება მოგვანიჭეს ამ ცოტა ხნის განმავლობაში. ზოგისთვის მთელი ცხოვრება ისე გადის ერთ ლიგასაც ვერ იგებენ. უმაგრესი შეგრძნებაა
!!
29 მაისი 2022 11:26
6
14!!!!!
მეგრელი
29 მაისი 2022 02:22
6
კომენტარები მართლაც რომ დილეტანტურია. ვისაც უთამაშია ის მიხვდება რა რთულია დაცვიდან თამაში. ამას ქვია რეალმა ყველა კომპონენტში დაჯაბნა. დაცვა კარგი. კონტრშეტევები საუკეთესო. კლასი - ლივერპულზე მეტი რა თქმა უნდა.
Lasha
29 მაისი 2022 13:18
8
დღევანდელი თამაში მოიგო კურტუამ. ყველაფერი დანარჩენი არის პათეთიკა.
რეალისტი
29 მაისი 2022 09:31
8
მადრიდის რეალის სახელობის ჩემპიონთა ლიგა მოიგო მადრიდის რეალმა.
შალვა 73
29 მაისი 2022 08:03
6
რეალი არის გუნდი იღბლის ბუკეტი. ასე გუნდს უმართლევდეს არ მახსენდება უბრალოდ.ჯერ ერთი და სიტის რა თამაში მოუგო 2 წუთში, მაშინ როცა სიტი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა.ახლა იყო და ერთხელ (!) დაარტყა კარის ჩარჩოში და გაიტანა, მაშინ როდესაც ლივერპულმა 9 ჯერ დაურტყა კურტუას.ეს ის მომენტია, როცა ფორტუნა ერთს ზურგს აქცევს, მეორეს კი გაუღიმებს, თანაც როგორ.
სულ ეს იყო.
თომა
29 მაისი 2022 13:43
41
მერვედფინალიდან რეალმა რაც აკეთა ეგ იღბალი და გამართლება არ არის. შეიძლება გაგიმართლოს ერთხელ ორჯერ. რეალის მენტალიტეტი სულ სხვაა უფრო ზემოთ დგას და პროფესიონალიზმი ფეხბურთელების ასევე უნდა აღინიშნოს. ასე რომ იღბლის ბუკეტი გადაჭარბებული ნათქვამი მგონია ამ შემთხვევაში
რაბუ
29 მაისი 2022 14:09
5
თომა შენი საქმე ფეხბურთი არ არის, შედი სამზარეულში და ისევ კარტოფილი შეწვი, გუნდმა 8 წელიწადში 5-ჯერ მოიგო ლიგა დ თურმე იღბლის ბუკეტი ყოფილა
თომას
29 მაისი 2022 18:45
7
კიდე კაი ბენზემამ არ გაიტანა თორე წავიდოდა კიდე დორბლების ყრა და ხოტბა. საუკეთესო ფეხბურთელი საერთოდ კურტუა გახდა. ბენზემა არა ### ეგეთი იღბალა მეორე არ ყოფილა ისტორიაში არავინ მგონი
Benzema Ara_ ###
29 მაისი 2022 10:37
39
15 გოლს რო გაიტან იღბალი აღარ ქვია, 1 და 2 გოლი კიდე შეიძლება.
:D :D
29 მაისი 2022 12:20
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული