ეს მადრიდია - ბრწყინვალე კურტუა და "რეალმა" კარში ერთადერთი დარტყმით ჩემპიონთა ლიგა მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალმა" "ლივერპული" 1:0 დაამარცხა და მეთოთხმეტედ მოიგო ტურნირი.

შეხვედრის დაწყების წინ არენის მიმდებარე ტერიტორიაზე უბილეთო ინგლისელმა გულშემატკივრებმა არეულობა მოაწყვეს და პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწია. სტადიონთან რიგების, უსაფრთხოებისა და „ლივერპულის“ საცობში მოხვედრის (დანიშნულების ადგილზე 20 წუთის დაგვიანებით მივიდა) გამო, სეზონის დამაგვირგვინებელი მატჩი 36 წუთის დაგვიანებით დაიწყო - დაიწყო მეტ-ნაკლებად თანაბარი დებიუტით, სადღაც მე-15 წუთისათვის „წითლები“ ინიციატივას დაეუფლენ და მომენებტიც შექმნეს, მაგრამ სალაჰსა და მანეს გატანა კურტუამ არ დაანება. მადრიდელებს ერთადერთი შანსი ტაიმის დასასრულს ჰქონდათ, ბენზემამ გაიტანა კიდეც,
მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

შესვენების შემდეგ კლოპის გუნდმა ისევ შეუტია, ანგარიში კი „რეალმა“ გახსნა - ვალვერდეს პასით ალისონის კარი ვინისიუსმა დალაშქრა. მერსისაიდელები კვლავ გადავიდნენ იერიშზე, სალაჰს ბრწყინვალე კურტუამ სამჯერ არ გაატანინა და "ბლანკოსმა" გაიმარჯვა, გაიმარჯვა კარში ერთადერთი დარტყმით.

ანჩელოტი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მეოთხედ მოიგო, ხოლო კლოპმა 4 ფინალიდან 3 წააგო.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კურტუა აღიარეს. ტურნირის ბომბარდირი 15 გოლით ბენზემა გახდა. მან კაპიტნის სამკლავური და თასის აღმართვის უფლება მარსელოს მისცა, რომელიც "რეალში" 2007 წლიდან თამაშობდა და გუნდს დატოვებს.

პარიზი. „სტად დე ფრანსი“
ლივერპული - რეალი 0:1
გოლი: ვინისიუსი (58)

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ჰენდერსონი (კეიტა 77), ალკანტარა (ფირმინო 77), დიასი (ჟოტა 65), სალაჰი, მანე

რეალი: კურტუა, კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი (სებალიოსი 90), ვალვერდე (კამავინგა 85), ვინისიუსი (როდრიგო 90+3), ბენზემა

მკითხველის კომენტარები / 33 /
ფეხბურთმა გამრუდებულ სარკეში ჩაიხედა და იქ რეალი დაინახა
ჩემპიონთა ლიგა = ევროვიზია
29 მაისი 2022 08:33
27
კიმაგრამ ერთი დარტყმა, ერტი დარტყმაო გაფუჭებული პატეფონივით რომ იმეორებთ, თუნდაც ბენზემამ რომ შეაგდო და ვარმა გააუქმა ეს დარტყმა არ იყო? თუ ქარმა შეიტანა ბურთი კარში? ჰა "გამობარსელონებულებო"?!
კოტე
30 მაისი 2022 14:55
0
ჰაიდა მადრიდ!
აიტ
29 მაისი 2022 10:24
7
ფლორენტინო... მსაჯები... თასები სამეფო ყარს....
912
29 მაისი 2022 22:09
13
არადა როგორ გინდა ეს "სუნი" შენთანაც იგრძნო :):):)
sormona
30 მაისი 2022 10:11
0
სუფთა შაკირა ხარ
Nikoloz
10 ივლისი 2022 11:27
0
სალაჰს მადლობა რაც გაუკეთებია და ალკანტარა მხოლოდ შეცვლებზე და ისიც ანგარიშის შენარჩუნებისთვის.
rable
29 მაისი 2022 06:18
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული