ეს მადრიდია - ბრწყინვალე კურტუა და "რეალმა" კარში ერთადერთი დარტყმით ჩემპიონთა ლიგა მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალმა" "ლივერპული" 1:0 დაამარცხა და მეთოთხმეტედ მოიგო ტურნირი.

შეხვედრის დაწყების წინ არენის მიმდებარე ტერიტორიაზე უბილეთო ინგლისელმა გულშემატკივრებმა არეულობა მოაწყვეს და პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწია. სტადიონთან რიგების, უსაფრთხოებისა და „ლივერპულის“ საცობში მოხვედრის (დანიშნულების ადგილზე 20 წუთის დაგვიანებით მივიდა) გამო, სეზონის დამაგვირგვინებელი მატჩი 36 წუთის დაგვიანებით დაიწყო - დაიწყო მეტ-ნაკლებად თანაბარი დებიუტით, სადღაც მე-15 წუთისათვის „წითლები“ ინიციატივას დაეუფლენ და მომენებტიც შექმნეს, მაგრამ სალაჰსა და მანეს გატანა კურტუამ არ დაანება. მადრიდელებს ერთადერთი შანსი ტაიმის დასასრულს ჰქონდათ, ბენზემამ გაიტანა კიდეც,
მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

შესვენების შემდეგ კლოპის გუნდმა ისევ შეუტია, ანგარიში კი „რეალმა“ გახსნა - ვალვერდეს პასით ალისონის კარი ვინისიუსმა დალაშქრა. მერსისაიდელები კვლავ გადავიდნენ იერიშზე, სალაჰს ბრწყინვალე კურტუამ სამჯერ არ გაატანინა და "ბლანკოსმა" გაიმარჯვა, გაიმარჯვა კარში ერთადერთი დარტყმით.

ანჩელოტი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მეოთხედ მოიგო, ხოლო კლოპმა 4 ფინალიდან 3 წააგო.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კურტუა აღიარეს. ტურნირის ბომბარდირი 15 გოლით ბენზემა გახდა. მან კაპიტნის სამკლავური და თასის აღმართვის უფლება მარსელოს მისცა, რომელიც "რეალში" 2007 წლიდან თამაშობდა და გუნდს დატოვებს.

პარიზი. „სტად დე ფრანსი“
ლივერპული - რეალი 0:1
გოლი: ვინისიუსი (58)

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ჰენდერსონი (კეიტა 77), ალკანტარა (ფირმინო 77), დიასი (ჟოტა 65), სალაჰი, მანე

რეალი: კურტუა, კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი (სებალიოსი 90), ვალვერდე (კამავინგა 85), ვინისიუსი (როდრიგო 90+3), ბენზემა

მკითხველის კომენტარები / 33 /
დღევანდელი თამაში მოიგო კურტუამ. ყველაფერი დანარჩენი არის პათეთიკა.
რეალისტი
29 მაისი 2022 09:31
8
ღვარძლი არგინდათ ბავშვებო ;) მიულოცეთ ჩემპიონები მოდიან... კურტუა რეალის ფეხბურთელია მეზობლის გუნდში კიარაა... როცა კი აქტიურდებოდა რეალი მომენტს მომენტზე ქმნიდა რო გაეშვა გოლი მერე სულ სხვა რეალს ვიხილავდით... როგორც აწყობდა ისე ითამაშეს... ჰალა მადრიიიიდ
roni
29 მაისი 2022 08:36
7
100 %
სიმართლე
29 მაისი 2022 20:39
1
ფეხბურთმა გამრუდებულ სარკეში ჩაიხედა და იქ რეალი დაინახა
ჩემპიონთა ლიგა = ევროვიზია
29 მაისი 2022 08:33
27
მადრიდის რეალის სახელობის ჩემპიონთა ლიგა მოიგო მადრიდის რეალმა.
შალვა 73
29 მაისი 2022 08:03
6
ესეც თქვენი საუკეთესო ლიგა..პირველი სამი საუკეთესო გუნდი მოგუდა რეალმა..პლუს ფულით გაძეძგილი ლიგა 1 საუკეთესო გუნდი...კურტუა საუკეთესოა...გუნდია რეალი რასაც ქვია..ბრავო ანჩელოტი..გამოცდილება და კლასი..ვინის ეკუთვნოდა ფინალში გოლი..
კიეზა
29 მაისი 2022 06:35
3
სალაჰს მადლობა რაც გაუკეთებია და ალკანტარა მხოლოდ შეცვლებზე და ისიც ანგარიშის შენარჩუნებისთვის.
rable
29 მაისი 2022 06:18
2
არა რა, რეალი რომელიც მთელი თამაში დაცვაში იდგა და ვერაფერი ვერ შექმნა 1 დარტყმით იგებს თამაშს! ლივერპული ხომ 1 თავით უფრო მაღლა იდგა მადრიდელებზე. უბრალოდ არ გაუმართლათ.საშინელი უსამართლობაა.
KOSTAKURTA
29 მაისი 2022 04:21
49
ეგაა ზუსტად კლასი. რეალმა ინგლისელები და პსჟ თავის ადგილზე დააყენა. რეალს რო მაგდენი მომენტი ქონოდა 4-5 გოლს მინიმუმ გაუტანდა. ისე ჩემი აზრით პირველი გოლი ტყუილა არ ჩათვალეს. მცველისგან მიუვიდა და რა თამაშგარეზე იყო საუბარი ვერ გავიგე
გიო
29 მაისი 2022 09:46
6
გეთანხმები მეგობარო! სახლში ჩვენებს ვეუბნებოდი, აი ნახეთ რეალი ერთს დაარტყამს და თამაშს მოიგებსთქო. ესეა, ერთი უტევს, მეორე არაფერს აკეთებს, მაინც იგებს. რას გაუგებ?
kostakurtas
29 მაისი 2022 08:57
3
ესეც ვიცოდი, კარლოს ვერ აჯობებდა კლოპა ვერაფრით. კარლო ბიძაა, ბრწყინვალეა და სადაც ეგაა იქ სხვა არავის მოსაგები არაა თითქმის საერთოდ.
Don
29 მაისი 2022 04:05
11
14!!!!!
მეგრელი
29 მაისი 2022 02:22
6
რა გუნდები დააწვინა, ბრავო, ბრავო კურტუა ბრავო ანჩელოტი, ბრავო ბენზო, ბრავო ფედე ,მოდრიჩი სასწაულია, მოკლედ სასწაულია მართლა!!!
ზ.გ.
29 მაისი 2022 02:19
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული