კლოპმა წაგების მიზეზი ახსნა

AutoSharing Option
"რეალთან" ჩემპიონთა ლიგის წაგებული ფინალი (0:1) "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა BBC Sport-თან შეაფასა:

"ახლა გასახდელში ვერავინ გრძნობს, რომ სეზონი შესანიშნავი იყო. შესაძლოა, ამისათვის რამდენიმე საათი დაგვჭირდეს. კარგი, მაგრამ არაიდეალური შეხვედრა ჩავატარეთ. არ მგონია, რომ იდეალური თამაში ღრმა დაცვის მქონე გუნდთან შესაძლებელია.

ბევრი დარტყმები გვქონდა, თუმცა ყველაზე საუკეთესოები არა. კურტუამ ორი ტოპ-სეივი განახორციელა. ბიჭებმა ყველაფერი სცადეს, განსაკუთრებით გაშვებული გოლის მერე, მაშინ ისე ვთამაშობდით, როგორც ადრე გვინდოდა გვეთამაშა. ჩვენი ნახევამცველები ძალიან სიღრმიდან მოქმედებდნენ. გვინდოდა მეორე ტაიმში უფრო გაბედულები ვყოფილიყავით, სწორედ ეს ვუთხარი
შესვენებაზე.

განცდა სხვადასხვანაირია. ფინალამდე მისვლა არც ისე ცუდია, ეს გარკვეულწილად წარმატებაა, მაგრამ ის არაა, რასაც ისურვებდი".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ლივერპულს მამარდა რომ ყოლოდა ჩემპიონი გახდებოდა, ამის მერე მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ საქართველოს ჩემპიონატს!!!!!!!!
rigiti
14:18 29-05-2022
24
მეტი ტრანსფერია საჭირო. ცოდოა კლოპი და ბიჭები ტო, უყიდონ ცოტა მეტი მოთამაშე ტო. ლობჟანიძე საბა ლივერპულში ტო
კუ კობსონი
12:44 29-05-2022
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული