მესიმ "რეალთან" მარცხზე, კორონავირუსის მძიმე შედეგებზე, ლევანდოვსკისა და ბენზემაზე ისაუბრა

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში რეალთან" მარცხზე, კოვიდის შედეგებზე, რობერტ ლევანდოვსკისა და ქარიმ ბენზემაზე TYC Sports-თან ისაუბრა:

"ჩემპიონთა ლიგაზე გრანდიოზული ამბიციები გვქონდა. იმის გათვალისწინებით, როგორ განვითარდა "რეალთან" მატჩი, შედეგი ჩვენთვის სავალალო იყო. "რეალს" კარგად ვიცნობ, მთელი ცხოვრება მის გვერდით ვიმყოფებოდი და მესმოდა, რაღაც მსგავსი შეიძლებოდა მომხდარიყო - გოლს არაფრიდან გაიტანდნენ და თამაშს შეცვლიდნენ.

იგივე დაემართა დანარჩენ გუნდებსაც. ასე რომ, ეს ცალკეული შემთხვევა არ არის. წაგებამ გაგვანადგურა. "რეალის" მიმართ მთელი პატივისცემის მიუხედავად, ეს გუნდი ტურნირზე საუკეთესო არ იყო, თუმცა
ყველას სძლია.

კორონავირუსმა ჩემზე მართლაც სერიოზულად იმოქმედა. სიმპტომები, ვფიქრობ, იმის მსგავსი მქონდა, როგორიც სხვა უმრავლესობას. ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი. ამან გართულებები გამოიწვია, ფილტვები დამიზიანდა. ვარჯიში არ შემეძლო, თვე-ნახევარი ვერ დავრბოდი. არ მეშინოდა, დაგეგმილზე ადრე განვაახლე ვარჯიში და ამით საქმე მხოლოდ გავირთულე.

ლევანდოვსკიზე ხალხს შეუძლია ილაპარაკოს, რასაც ფიქრობს და მასაც იგივე შეუძლია. მის აზრს არ ვიზიარებ, თუმცა ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მაშინ მასზე გულწრფელად ვთქვი, მართლა მიმაჩნდა, რომ ერთი წლით ადრე საუკეთესო იყო და "ოქროს ბურთს" იმსახურებდა, მაგრამ როდესაც პრიზი მე მოვიგე, ის საუკეთესო არ გახლდათ. იფიქროს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის.

ბენზემა? უდავოდ იმსახურებს "ოქროს ბურთს". ცხადია, შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებით დაასრულა. პლეი-ოფის ყველა მატჩში საკვანძო ფეხბურთელი იყო".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 21 /
რატომ ადარებთ მესის რონალდოს.
მესი არის გენია ზე ფეხბურთელი.
არის წმინდა სამება მამა ძე და სული წმინდა ე.ი
პელე მარადონა და მესი.

სულ მალე შეიძლება ვეღარც ითამაშოს
მაგრამ აქ საუბარია იმ 17 წელზე რომელის
დროსაც ეს ადამიანი სასწაულებს ახდენდა
გოლით ფინტით პასით და როგორც პლეიმეკერი.
აქვსენტი
16:03 31-05-2022
9
ერთი ვიცი ლეოსნაირი ფეხბურთელი აღარ დაიბადება!!!!!! მე პირადად ლეომ შემაყვარა ფეხბურთი!
გელა
15:53 31-05-2022
2

სიახლეები პოპულარული