იტალიური "მილანის" მფლობელი Elliott Management Corporation-ი, სავარაუდოდ, კლუბს გერი კარდინალს (RedBird Capital Partners-ის დამფუძნებელი) მიჰყიდის. ინფორმაციას ჟურნალისტი ნიკოლო შირაც ადასტურებს.
წყაროს თქმით, ღირებულება 1.3 მილიარდი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, 2021/22 წლების სეზონში "როსონერი" იტალიის სერია A-ს ჩემპიონი 11-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა.
მომდევნო სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უკვე ჩემპიონის სტატუსით წარდგება და სავარაუდოდ, სიკვდილის ჯგუფშიც აღარ მოხვდება. მოგეხსენებათ, 2021/22 წლების ლიგის სეზონში "როსონერისთან" ერთად პლეი-ოფის საგზურისთვის "ლივერპული", მადრიდის "ატლეტიკო" და "პორტუ" იბრძოდნენ. საბოლოოდ, იტალიელები 4 ქულით ბოლო ადგილზე გავიდნენ, პირველ-მეორე
პოზიცია კი "ლივერპულმა" (18 ქულა) და "ატლეტიკომ" (7) დაიკავეს.
მომზადებულია championat-ის მიხედვით