კაზუსი - როგორ მიულოცა პერესმა "სიტის" "გამარჯვება"

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ხალდონ ალ-მუბარაკმა "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩები გაიხსენა, როდესაც სახლში 4:3 იმარჯვეს, სტუმრად კი 90-ე წუთამდე 2:1-ს იგებდნენ. ის "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან ერთად იმყოფებოდა და "გარდიანს" საინტერესო ამბავი მოუყვა.

"პერესთან გვერდზე ყოფნა ძალიან მძიმე იყო. ჩემი აზრით, 82-ე წუთზე მომილოცა კიდეც. ასეთი რამ მოხდა. ფეხბურთი ხანდახან ასეთია".

90-ე წუთზე როდრიგომ ანგარიში გაათანაბრა, 90+1-ეზე მანვე დალაშქრა "ქალაქელთა" კარი, დამატებით დროში კი ბენზემამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

მოკლედ, პერესს მეტოქისთვის მილოცვა ნაადრევი გამოუვიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული