"მათ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, თუმცა..." - მესიმ "რეალის" ჩემპიონობა საინტერესოდ შეაფასა

AutoSharing Option
პსჟ-ის არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ მადრიდის "რეალის" მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეაფასა:

"ჩვენ დიდი ამბიცია გვქონდა, თუმცა "რეალთან" მატჩის საბოლოო შედეგმა ჩვენზე დიდი დარტყმა მოახდინა. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში მათ წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია, ვიცოდი, რომ მსგავსი რამ შესაძლოა მომხდარიყო... ისინი არაფრისგან გაგიტანენ გოლს და მატჩის სცენარს ცვლიან.

ასე მოხდა სწორედ ჩვენთან და სხვა გუნდებთანაც, როდესაც მადრიდელები უკან იყვნენ... მიუხედავად "რეალის" მიმართ დიდი პატივისცემისა, ის ლიგაზე გასულ სეზონში საუკეთესო გუნდი არ იყო, თუმცა მათ საბოლოო ჯამში ტურნირი მოიგეს", - ამბობს მესი.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რედაქციავ, ისე გიწერიათ "საინტერესოდ შეაფასა"-ო, თითქოს რამე განსაკუთრებული შეხედულება გამოხატა მესიმ. რამე თქვა არასწორი?! მე თვითონ ვარ "რეალი"-ს ფანი და გამიხარდა ლიგის მოგება, მაგრამ სამეფო გუნდი ნაღდად არ იყო საუკეთესო გუნდი წლევანდელ ლიგაზე
შიშველი სიმართლე
12:24 01-06-2022
0
გუნდმა საფრანგეთის ვადამდელი ჩემპიონი, პრემიერლიგის პირველ, მეორე და მესამე ადგილოსანი გუნდები გააგდო და მეტი საუკეთესოობა რა გინდა ლეო-ჯან? ჩემპიონთა ლიგის თასი კი არა, პრემიერლიგის თასიც ეკუთვნის )))
თითქმის ვიცი ვარ რამდენი უარყოფითი შეფასება ექნება ამ კომენტარს )))
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული