"მათ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, თუმცა..." - მესიმ "რეალის" ჩემპიონობა საინტერესოდ შეაფასა

AutoSharing Option
პსჟ-ის არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ მადრიდის "რეალის" მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეაფასა:

"ჩვენ დიდი ამბიცია გვქონდა, თუმცა "რეალთან" მატჩის საბოლოო შედეგმა ჩვენზე დიდი დარტყმა მოახდინა. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში მათ წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია, ვიცოდი, რომ მსგავსი რამ შესაძლოა მომხდარიყო... ისინი არაფრისგან გაგიტანენ გოლს და მატჩის სცენარს ცვლიან.

ასე მოხდა სწორედ ჩვენთან და სხვა გუნდებთანაც, როდესაც მადრიდელები უკან იყვნენ... მიუხედავად "რეალის" მიმართ დიდი პატივისცემისა, ის ლიგაზე გასულ სეზონში საუკეთესო გუნდი არ იყო, თუმცა მათ საბოლოო ჯამში ტურნირი მოიგეს", - ამბობს მესი.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ფანატიკოსები საფრთხილო ხალხია, ყველგან, რელიგიაში,პოლიტიკაში,სპორტში...მესის სიყვარულით რონალდოს გინება და პირიქით ანტიფეხბურთია. მოზარდებს ეპატიებათ,მაგრამ ზრდასრული ადამიანისთვის ასეთი ქცევა დიაგნოზია.
შეტევა
17:04 05-06-2022
0
ვინმემ, თუ იცით სად ვუყუროთ, არგენტინა-იტალიის თამაშს და რომელ საათზეა? გთხოვთ არ გატაროთ.?
ლაშა
18:46 01-06-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული