"უცნაურია, როდესაც ამდენი კლასიკოს შემდეგ მესის სხვა კლუბის მაისურით ხედავ..." - ლუკა მოდრიჩი

AutoSharing Option
ლუკა მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე "პარი სენ ჟერმენთან" დაპირისპირება გაიხსენა.

"უხერხული და უცნაურია, როდესაც ამდენი კლასიკოს შემდეგ მესის სხვა კლუბის მაისურით ხედავ, პარიზელები დაწინაურდნენ, მბაპემ გაიტანა, ყავდათ ნეიმარი, ზოგადად ტალანტებითაა ეს გუნდი სავდე, თუმცა, ჩვენ, მადრიდის "რეალმა" ვიპოვეთ ჩვენი რიტმი, ვიგრძენით გულშემატკივრების მხარდაჭერა და ისინიც გავანადგურეთ.

ეს ამაღელვებელი მატჩი იყო, თამამად ვიტყვი, ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოც კი...

პსჟ-ის დამარცხების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი პოტენციალი გაიზარდა, სკეპტიკოსებიც გაჩუმდნენ" - განაცხადა ლუკამ.

შეგახსენებთ, "ბლანკოსმა" "პარი სენ ჟერმენი" ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა, საბოლოოდ
კი "ლივერპულის" დამარცხებით ეს დიდებული ტურნირი მეთოთხმეტედ მოიგო.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეეჰ? ლუკა, მარტო შენთვისაა უცნაური? ეხლა ჩვენცა გვკითხე მის ფანებს? დღემდე ვერ ვეგუებით, სხვა კლუბში და სხვა კლუბის მაისურით! ამიტომაა, რომ ყოველდღე ნაბ***არ ლაპორტას ვახსენებთ ყველა ბრუნვაში, იმედია მისდის!
leos fani
17:26 02-07-2022
2

სიახლეები პოპულარული