სომხების წარმატება ჩემპიონთა ლიგაზე - რუმინეთის შემდეგ შანსი ლუქსემბურგის ჩემპიონთანაც ექნებათ...

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი გარკვეულ მოულოდნელობებს ყოველთვის გვთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი პირველივე რაუნდში დაფიქსირდა - სომხეთის ჩემპიონმა "პიუნიკმა" უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე საკმაოდ გამოცდილი, რუმინული "კლუჟი" 2 მატჩის ჯამში დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ერევანში გამართული შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა, რუმინულ მატჩში კი მასპინძლები იგებდნენ, თუმცა სომხებმა ძირითადი დროის ამოწურვამდე ერთი წუთით ადრე გაათანაბრეს - მეტოქის კარი სერბმა მცველმა გაჯიჩმა აიღო. "კლუჟმა" დამატებით ტაიმებში გაიტანა, რასაც სომხური კლუბის მხრიდან თერთმეტმეტრიანის გამოუყენებლობა მოჰყვა, თუმცა მელიქიანის გუნდი არ შედრკა და გაჯიჩმა დუბლი შეასრულა.
პენალტების სერია უკეთ სომხებმა შეასრულეს - რუმინელებმა 2 დარტყმა გააცუდეს.

"პიუნიკის" მომდევნო მეტოქე ლუქსემბურგის "დუდელანჟია". ასე რომ, ჩვენს მეზობლებს მე-2 ეტაპის გადალახვის რესურსი ნამდვილად აქვთ.

altასეთი წაგება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია?! - ბათუმელთა მარცხის მიზეზები, რომლებიც ერთ შეცდომაზე ძვირად ფასობს...

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩაწყობილ თამაშში მოგებულ გუნდს ნაკლები მოგება რჩება მეთქი - მომდევნო ეტაპხე თამაშში მონაწილეობა უამრავი ფული ჯდება, როგორც შინ ასევე გარეთ.პიუნუკისა და ჩვენი გუნდების მსგავსი, სტადიონზე მოსული მცირერიცხოვანი მაყურებლიდან ვერაფერ ხეირს ნახულობენ. პიუნიკმა კლუჟს უნდა გაუყოს თანხა, შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის მიღებული!
....
19 ივლისი 2022 03:21
2
ძალიან ცდება, თუ გგონია ვინმეს, კლუჯმა პიუნიკთან დაპირისპირება წააგო!? დღეს უფულოთ რომ არავინ არაფერს აკეთებს ესეც უნდა იცოდეთ!
....
21 ივლისი 2022 16:09
0
ძირითადი დროის ამოწურვამდე ერთი წუთით ადრე სომხებმა გაიხარეს, გაათანაბრეს...! ბათუმის დინამომ ოვერტაიმის ბოლო წუთზე გაუშვა საბედისწერო გოლი. მადრიდის რეალმა სიტის გოლი გაუტანა მატჩის ბილო წუთზე!? და ა.შ. რავა სულ ჩაწყობა და ტოტალიზატორი გელანდებაო.
....
18 ივლისი 2022 07:50
0
ჩაწყობილ თამაშებში წაგებული გუნდი ფინანსურად უფრო მოგებული რჩება – ჩაიდევი ფული ჯიბეში და წადი სახლში... მოგებულ გუნდს ნაკლები ფინასური მოგება აქვს, მააგრამ არიან სხვა სტრატეგიის მქონე ქვეყნებიც, აგერ სომხებმა რეიტინგში ოღონდ ჩვენ გადაგვასწრონ და ფინანსური მოგება საერთოდ რომ არ დარჩეთ ყაბულს იქნებიან! ჭკვიანები არიან, ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის იბრძვიან.
....
18 ივლისი 2022 18:06
1
პუუნიკი და კლუჟი საფეხბურთო მაფიისგან თავიანთ წილს აუცილებლად მიიღებდნენ ამ ფოკუზის მოწყობისთვის. ცალკე პიუნიკმა კლუჟს გადაუხადა ფული, მაგრამ წაგებაში მაინც არ დარჩენილა – შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის სოლიდურ თანხას მიიღებს. სომეხებისთვის მთავარია, რომ რეიტინგში ჩვენ გადააგვასწრეს! სამწუხაროდ ზოგიერთი ამას ვერ გებულობს, იმიტომაა აქ აბსურდული კომენტარები
....
18 ივლისი 2022 17:10
2
ყველა გამოხმაურება
სომხებს არ აქვთ სახელმწიფო კლუბები, ყველა კერძოა და სახელმწიფოს ფულს არ ჭამენ, თავისას ხარჯავენ. ჩვენც იგივე მიდგომა რომ აგვერჩია გვექნებოდა შედეგი.
gia
14 ივლისი 2022 18:24
0
არც ბათუმის და არც თბილისის დინამო არაა საქართველოს ბიუჯეტით დაფინანსებული გუნდი მაგრამ შედეგი კი ვნახეთ ორივე შემთხვევაში რა გამოვიდა
ოთო
14 ივლისი 2022 23:02
3
შენ სევანე არ გინახავს DDDDD
მე
14 ივლისი 2022 18:06
10
სომხებიც გავლენ ამ ლიგაზე და ჩვენ? ...დავრჩებით 1981 წლის ტკბილი მოგონებების ამარა
გია
14 ივლისი 2022 16:01
1
სომხური ფეხბურთის განვითარების პროგრამა აქვთ მაგათ 270მლნ ლარიანი თუ მუქთად უგებენ ამ კლიუჟებს? :))) ისე სად ვართ, რომ დაფიქრდეს კაცი ...
ეჰჰჰ
14 ივლისი 2022 15:22
0
ფაქტია სომხები რეიტინგში საკმაოდ უკან იყვნენ ახლა საკმაოდ გაგვასწრეს. ფაქტია ფეხბურთელები ჩვენთან უკეთესები იბადებიან და აზერებიც, ხომხებიც ჩვენზე მეტად ავითარებენ საკლუბო ჩემპიონატებს. აზერბაიჯანზე თუ ვიტყვით ფინანსებით გვჯობიანო, სომხებზე რაღა მიზეზს ვიტყვით? მე ფაქტები დავასახელი რაც იყო და არის, თორემ ვინმესკენ თითი რომ გავიშვირო მე გავხდები ყველას მტერი.
G.LA
14 ივლისი 2022 14:58
0
ჩვენ მეზობლებს წარმატებებს უსურვებ,ხოლო ჩვენებს კი ობიექტური ანალიზის გაკეთებას და მიზეზების პოვნას წარუმატებლობისა.
ფულიანებო!თუ სამშობლო გიყვართ,გახსენით უფასო საფეხბურთო სკოლები და მოიძიეთ ქალაქების უბნებსა და რეგიონებში ტალანტები,მიეცით მათ ვარჯისისა და განვითარების საშუალება და ასმაგად უკან დაგიბრუნდებათ.
zastaveli
14 ივლისი 2022 14:03
2
ჩვენ რა გვჭირს?ყველამ ყველაფერში როგორ გვაჯობა?
სოსო
14 ივლისი 2022 13:02
4
აი ვინ ვითარდება ეს რომ ქართულ გუნდს ექნა ნობელის პრემიაზე წარადგენდენ. სომხებმაც კი მაგრად გაგვასწრეს რაც რეიტინგშიც აისახა ბოლო 5 წელში ისინი 35 ადგილამდე ავიდნენ ჩვენ კი პარიკმახერებისა და ფერმერების ჩემპიონატების დონეზე დავეშვით 47 ადგილზე . აგერ დაიწყო ევროტურნირები და 4 გუნდიდან სამმა წააგო და ერთმა ორი ფრე ითამაშა ანუ ვერცერთმა მოიგო და უეფა რეიტინგის ქულებს წაგებაზე და ფრეზე არაფერს არ იძლევა ეს კატასტროფაა მეგობრებო უეფას რეიტინგი არ იტყუება ეს ჩემპიონატის დონის რენტგენია მეგობრებო , და სად უნდა დაინახო ჩვენი ჩემპიონატის რაიმე წინსვლის განცდა, თუ ვინმეს ეს ასე გონია ეს თავის მოტყუება უფროა ვიდრე ჩვენი ჩემპიონატის რეალური მდგომარეობა მათი დანახული. ის კი კარგად შეფუთული ნამდვილი "თრეშია" .
Anjelo
14 ივლისი 2022 12:56
2
Meoe fre sad dalande ??? Eg rac fre ggonia wagebaa uefastvis,mogebas sagamos naxavt dinamos shesrulebit........
Gela
14 ივლისი 2022 15:18
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული