
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ყარაბაღმა" ბაქოში 3:2 დაამარცხა "ციურიხი".
მასპინძელთა გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ისევ სათადარიგო იყო.
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 5 აგვისტოს შვეიცარიაში გაიმართება და აზარბაიჯანული გუნდის მწვრთნელმა გურბან გურბანოვმა განაცხადა, რომ სტუმრადაც გამარჯვების იმედი აქვთ.
პირველ ეტაპზე "ყარაბაღმა" "ლეხს" სძლია, რომლის ღირსებას ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი იცავენ.