ჩერჩესოვი "სლოვანთან" მარცხზე: საქმეში საფეხბურთო ღმერთი ჩაერია და... რევანში უნდა ავიღოთ!

AutoSharing Option
უნგრულმა "ფერენცვაროშმა" საკუთარ მოედანზე ჯაბა კანკავას, გიორგი ჩაკვეტაძისა და გურამ კაშიას "სლოვანს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ჩვენთვის განსაკუთრებულად სასიამოვნოა, რომ გატანილი გოლით გურამ კაშია გამოირჩა, შედეგიანი გადაცემის ავტორი კი გიორგი ჩაკვეტაძე გახდა.

მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი "ფერენცვაროშის" მთავარმა მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა გააკეთა:

"სამწუხაროდ, ხანდახან ხდება, რომ თამაში ისე არ მიდის, როგორც შენ გინდა... შემდეგ საქმეში ფეხბურთის ღმერთი ერევა და...

ხუთი წუთის გარდა, სადაც ჩავარდნა გვქონდა, თამაშით კმაყოფილი ვარ, რასაც სტატისტიკაც მოწმობს...

რა შემიძლია გავაკეთო? - ბევრი დანაკარგი გვქონდა და ფეხბურთელები
გვაკლდნენ. ახლა მაქსიმალურად უნდა მოვამზადო გუნდი შემდეგი შეხვედრისთვის და რევანში ავიღოთ! სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ", - ამბობს ჩერჩესოვი.

altკაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]

altვაისი: დავიღალე - ბათუმსა და პოდბრეზოვეში მატჩების შემდეგ ჩვენი ბევრს არ სჯეროდა

მკითხველის კომენტარები / 4 /
Ვინც შენ მწვრთნელი დაგარქვა იმას რა ვუთხარი მე. Ჩვეულებრივი ფიზკულტურის მასწავლებელი ხარ, ოღონდ მყვირალა და ნეხ ვი.
Gela
21 ივლისი 2022 14:19
9
ეს მწვრთნელობასთან ისეა,როგორც გოჭი ტურნიკთან.
jordan beli
21 ივლისი 2022 12:25
7
რა მიღწევები აქვს ამ ქართველთ მოძულეს საერთოდ თუ იცით დაწერეთ რააა ... სად იპოვეს პროსტა
bejo
21 ივლისი 2022 14:28
8
მსოფლიოს ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდში გაიყვანა რუსეთის ნაკრები ლეგია ორჯერ გახადა პოლონეთის ჩემპიონი+თასი. ეს ფერენცვაროში ჩემპიონი გახადა + თასი , ჭიაბრიშვილი ჯობია დდ:
Pryeto
21 ივლისი 2022 22:23
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული