"კიდევ კარგი, სექსი არ აგვიკრძალეს" - ბრატისლავაში შეზღუდვა დააწესეს... "სლოვანისა" და "ფერენცვაროშის" განმეორებითი მატჩის წინ დიდი ამბებია

AutoSharing Option
უნგრულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ბრატისლავა-ნოვე მესტოს ოლქის ბრძანებით, 27 ივლისს "სლოვანის" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა აიკრძალება.

ეს ინფორმაცია ძალიან არ მოეწონათ "ფერენცვაროშის" გულშემატკივრებს, რომლებიდან ერთ-ერთმაც nemzetisport.hu-ზე გამოქვეყნებულ სტატიას შემდეგი სახის კომენტარი გაუკეთა:

"კიდევ კარგი, მხოლოდ ალკოჰოლის დალევა აგვიკრძალეს და არა სექსი". 

ამ განცხადებას "ფერენცვაროშის" სხვა გულშემატკივარი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი სტადიონზე უკვე მთვრალები მივლენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრატისლავაში ჩასვლას საკმაოდ ბევრი უნგრელი გეგმავს და მათ იმედი აქვთ, რომ შემდეგ ეტაპზე სწორედ ბუდაპეშტური გუნდი გავა. 

როგორც იცით, ჩემპიონთა
ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4-ფინალში ჯაბა კანკავას, გურამ კაშიასა და გიორგი ჩაკვეტაძის "სლოვანმა" გასვლაზე "ფერენცვაროში" 2:1 დაამარცხა. ბრატისლავაში განმეორებითი მატჩი 27 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული