26 ივლისს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის 6 საპასუხო მატჩი გაიმართა, კიდევ 6 და მათ შორის, "სლოვანი"-"ფერენცვაროში" კი, დღეს ჩატარდება.
"პიუნიკმა" ერევანში 0:1 წაგების შემდეგ ლუქსემბურგში 4:1 დაამარცხა "დუდელანჟი" და მესამე რაუნდში გავიდა.
აღსანიშნავია, რომ თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ მერე სტუმრებმა ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. "დუდელანჟის" კარი ჟუნინიომ, ლუკა იურიჩიჩმა (ორჯერ) და იუსუფ ოტუბანჯომ დალაშქრეს.
მესამე ეტაპზე "პიუნიკი" "ცრვენა ზვეზდას" დაუპირისპირდება. სომხურ კლუბს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა უკვე გარანტირებული აქვს.
სხვა შეხვედრები
აეკ (ლარნაკა) -
მიდტიულანდი 1:1 (პენ 3:4) (პირველი მატჩი 1:1)
შერიფი - მარიბორი 1:0 (0:0)
პლზენი - ჰიკ 5:0 (2:1)
შემროკ როვერსი - ლუდოგორეცი 2:1 (0:3)
შკუპი - დინამო (ზაგრები) 0:1 (2:2)
"შკუპში" შეუცვლელად ითამაშა გაგი მარგველაშვილმა, მისი გუნდი კი ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას, სადაც "შემროკ როვერსს" დაუპირისპირდება.
პიუნიკს კი,მართლაც ყოჩაღ!ძნელია, სახლში მარცხის შემდეგ,ძალის მოკრება და გასვლაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება.ლუქსემბურგსაც რომ ეთამაშებოდე,მაშინაც კი.