„ყარაბაღი“ ბაქოში ნულოვან ფრეს დასჯერდა „პლზენთან“. აზერბაიჯანულ გუნდში ისევ სათადარიგო იყო მეკარე ლუკა გუგეშაშვილი.
„ცრვენა ზვეზდა“ ჰაიფაში პირველი ტაიმის შემდეგ 2:1-ს უგებდა „მაკაბის“, მაგრამ საბოლოოდ 2:3 დამარცხდა. ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში ბელგრადული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს, ხოლო თუ წააგო, ევროპა ლიგის ჯგუფში. ირაკლი აზაროვს „ცრვენა ზვეზდაში“ ევროტურნირებზე ჯგუფური ეტაპიდან აქვს თამაშის უფლება.
კიევის „დინამომ“ პოლონეთის ქალაქ ლოძში უმასპინძლა „ბენფიკას“ და 0:2 დამარცხდა.
საპასუხო შეხვედრები 23 აგვისტოს გაიმართება.