ჩემპიონთა ლიგა. I ტური: პსჟ-მა მბაპეს დუბლით "იუვეს" სძლია - "სიტის" და "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 8 მატჩით დაიწყო.

E ჯგუფში სენსაცია დაფიქსირდა, სადაც ზაგრებში „დინამომ“ „ჩელსის“ 1:0 სძლია. "ზალცბურგი" და "მილანი" დაზავდნენ - 1:1.

F ჯგუფში "რეალმა" მეორე ტაიმში გატეხა "სელტიკი" და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა (3:0). მადრიდელთა თავდამსხმელმა ბენზემამ 30-ე წუთზე მუხლის ტრავმა მიიღო და შეცვალეს. "შახტარი" უკრაინაში ომის გამო ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ "ლაიფციგს" გერმანიაში მაინც სძლია (4:1).

G ჯგუფში "მანჩესტერ სიტიმ" გასვლაზე დაჯაბნა "სევილია" (4:0), "კოპენჰაგენი" კი "დორტმუნდთან" დამარცხდა (0:3). დანიურ გუნდში დავით ხოჭოლავამ 81-ე წუთამდე ითამაშა.

H
ჯგუფში პსჟ-მა სახლში მბაპეს დუბლით 2:1 მოუგო "იუვენტუსს", ხოლო "ბენფიკამ" 2:0 - "მაკაბის".

E ჯგუფი

ზაგრები. "მაქსიმირი"
დინამო (ზ) - ჩელსი 1:0
გოლი: ორსიჩი (13)

ზალცბურგი. "რედ ბული"
ზალცბურგი - მილანი 1:1
გოლები: 1:0 ოკაფორი (28), 1:1 სალემაკერსი (40)

F ჯგუფი

გლაზგო."სელტიკ პარკი"
სელტიკი - რეალი 0:3
გოლები: 0:1 ვინისიუსი (56), 0:2 მოდრიჩი (60), 1:3 აზარი (77)

ლაიფციგი. "რედ ბული"
ლაიფციგი - შახტარი 1:4
გოლები: 0:1 შვედი (16), 1:1 სიმაკანი (57), 1:2 შვედი (58), 1:3 მუდრიკი (76), 1:4 ტრაორე (85)

G ჯგუფი

დორტმუნდი. "სიგნალ-იდუნა-პარკი".
დორტმუნდი - კოპენჰაგენი 3:0
გოლები: 1:0 როისი (35), 2:0 გერეირო (42), 3:0 ბელინგემი (83)

სევილია. "სანჩეს პისხუანი"
სევილია - მანჩესტერ სიტი 0:4
გოლები: 0:1 ჰოლანი (20), 0:2 ფოდენი (58), 0:3 ჰოლანი (67), 0:4 რუბენ დიასი (90+2)

H ჯგუფი

ლისაბონი. "და ლუში"
ბენფიკა - მაკაბი 2:0
გოლები: 1:0 რაფა სილვა (49), 2:0 გრიმალდო (54)

პარიზი. "პარკ დე პრენსი"
პსჟ -იუვენტუსი 2:1
გოლები: 1:0 მბაპე (5), 2:0 მბაპე (22), 2:1 მაკენი (53)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული