ბენზემას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
"სელტიკთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის 30-ე წუთზე ტრავმა მიიღო "რეალის" თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ და შეცვალეს. As-ის ცნობით, ბენზემას მუხლის და ბარძაყის პრობლემა აქვს, თუმცა სერიოზულად არ დაშავებულა.

ქარიმს 7-10 დღე გაუცდება და კვირას "მალიორკასთან" ვერ ითამაშებს, ხოლო 14 სექტემბერს მისი "ლაიფციგთან" შეხვედრაში მონაწილეობა საეჭვოა.

დიდი ალბათობით, ბენზემა 18 სექტემბერს "ატლეტიკოსთან" ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საიდან მოიტანეთ 7-10 დღე,.სამი კვირა ვერ იქნება, რა სერიოზული არ აღმოჩნდა. იმედი სამ კვირაში მაინც დაბრუნდება
მურთო
20:16 07-09-2022
1

სიახლეები პოპულარული