"სელტიკთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის 30-ე წუთზე ტრავმა მიიღო "რეალის" თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ და შეცვალეს. As-ის ცნობით, ბენზემას მუხლის და ბარძაყის პრობლემა აქვს, თუმცა სერიოზულად არ დაშავებულა.
ქარიმს 7-10 დღე გაუცდება და კვირას "მალიორკასთან" ვერ ითამაშებს, ხოლო 14 სექტემბერს მისი "ლაიფციგთან" შეხვედრაში მონაწილეობა საეჭვოა.
დიდი ალბათობით, ბენზემა 18 სექტემბერს "ატლეტიკოსთან" ითამაშებს.