კვარას ასისტის განსხვავებული დატვირთვა და სიმეონეს განსაკუთრებული ემოციურობის მიზეზი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "ნაპოლიმ" "ლივერპულს" უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ 44-წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერ გადაცემას ჯოვანი სიმეონე გამოეხმაურა და ლიგაზე პირველი გოლიც გაიტანა. კარის ბადის შერხევის შემდეგ არგენტინელი ფეხბურთელი მოედნის კიდისკენ გაიქცა, დაწვა და ის ემოცია შეიგრძნო, რაც ალბათ უმეტესობას ოცნებად აქვს.

თურმე "ალბისელესტელს" ბავშვობაში ჩემპიონთა ლიგის ტატუ დაუხატავს და მაშინ გადაუწყვეტია, რომ როცა გოლს გაიტანდა, ტატუს აკოცებდა:

"მამაჩემს არ სურდა ასე მოვქცეულიყავი, დედაჩემიც წინააღმდეგი იყო. მათ ვუთხარი, რომ როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გოლს გავიტანდი, ტატუს აუცილებლად ვაკოცებდი.
მაშინ მხოლოდ 13 წლის ვიყავი და მხოლოდ ამაზე ვოცნებობდი" - განაცხადა სიმეონემ.

ასეთ დროს ორმაგად სასიხარულოა, რომ ასისტი ხვიჩამ გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
მერე რომ წამოიპლაკე ბელუქსის ძროხასავით. ხვიჩასთვის მადლობა მაინც გეთქვა
ილია
13:07 09-09-2022
0
ისე ჩვენში დარჩეს და, დიეგოვიჩ, ასეთ სანატრელ გოლს რომ გაგატანინებს კაცი (დაღეჭილი საგოლე პასი მოგცა ხვიჩამ) ტლინკაობა კი არ უნდა დაიწყო, უნდა მიირბინო, მარჯვენა ფეხზე ბუცი მტვრისგან ფაუწმინდო და ალერსუანად ეამბორო! დიდი მადლობა უთხრა დაფასებისთვის და არგენტინაში, კრუიზში დაპატიჟო კვარაცხელიების მთელი ოჯახი! ბოლო-ბოლო კაცმა ცხივრებუს ოცნება აგიხდინა, მაააშ....!!!
G.A.L.
19:01 08-09-2022
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული