"რეინჯერსი"-"ნაპოლის" მატჩი გადაიდო - შეხვედრას იტალიელი ფანები ვერ დაესწრებიან

AutoSharing Option
შოტლანდიური კლუბის საიტის ინფორმაციით, დიდი ბრიტანელის ყოფილი დედოფალი ელიზაბედ მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამო გლაზგოს "რეინჯერსსა" და "ნაპოლის" შორის გასამართი შეხვედრა 13 სექტემბრის ნაცვლად 14 სექტემბერს ჩატარდება. 

შოტლანდიურმა კლუბმა აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობის ყოლით ახსნა. ასევე, პრობლემას საორგანიზაციო საკითხების გამართულად მოგვარებაშიც შეიქმნებოდა, რადგან უახლოეს დღეებში გლაზგოში სამგლოვიარო ღონისძიებები იმართება. 

ამას გარდა, შეხვედრაზე "ნაპოლის" ფანები არ დაიშვებიან. სამართლიანობის პრინციპის დასაცავად, უეფა ნეაპოლში ჩასატარებელ შეხვედრაზე "რეინჯერსის" გულშემატკივრებს არ დაუშვებს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
მოკლედ, დედოფლის გარდაცვალება რა გახდა ამისთანა, რომ საერთაშორისო მატჩების გადადება ანონსდება? ოხ, ეს ანგლოსაქსები!
ლაშა
20:15 11-09-2022
43
ერთით კარგია,ხვიჩას და ნაპოლის ძალების აღსადგენად მეტი დრო მიეცემათ,ყოველ მესამე დღე თამაშს ცოტა ენერგია არ მიაქ.თან სანაკრებო თამაშებიც გვიახლოვდება.წარმატებები ხვიჩას.
gio gio
11:01 12-09-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული