ხვიჩამ გლაზგოში პენალტი, "ნაპოლიმ" კი მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „რეინჯერსი“ 3:0 დაამარცხა.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და ზილენსკის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მასპინძლები სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და არფილდს გატანა მეკარე მერეტმა არ დაანება. შემდეგ სიმეონე მაკგრეგორთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ანგარიშის გახსნა ვერ შეძლო. ხვიჩა კვარაცხელიას ორი მცველი მეურვეობდა, ორჯერ მაინც გაექცა მოწინააღმდეგეს, თუმცა მიზანს ვერ უწია.

მეორე ტაიმი ნეაპოლელთა იერიშებით დაიწყო. ხვიჩას დარტყმული ბურთი შოტლანდიელთა ვეტერანმა გოლკიპერმა მოიგერია. 57-ე წუთზე სიმეონე საჯარიმოში შეიჭრა, სანსმა წააქცია, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, პენალტი ზილენსკის მეკარემ
აუღო და პოლიტანომ დამატებაზე გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ჩათვალა, რომ წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი. ზილენსკიმ თერთმეტმეტრიანი ხელახლა შეასრულა და ისევ ვერ დაჯაბნა მაკგრეგორი. 67-ე წუთზე ხვიჩას დარტყმული ბურთი ხელზე საჯარიმოში ბარიშიჩს მოხვდა და პოლიტანომ სტუმრები პენალტით დააწინაურა. 70-ე წუთზე კვარაცხელიას მორელოსმა მაისურზე მოქაჩა, წააქცია, თუმცა არბიტრმა დაინდო და მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა. მერე ქართველი დრიბლინგისას ტავერნიემ საჯარიმოს წინ მოცელა და ყვითელი ბარათი დაიმსახურა. 82-ე წუთზე მან კუთხიდან სცადა ცხრიანში ბურთის ჩახვევა, თუმცა არ გამოუვიდა. მერე კვლავ განახორციელა დრიბლინგი, კარის წინ გაკეთებული გადაცემა კი არაზუსტი გამოუვიდა. შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ 85-ე წუთზე დალაშქრა გლაზგოელთა კარი და მატჩის ბედიც გადაწყდა. ქართველი მწვრთნელმა სპალეტიმ 90-ე წუთზე შეცვალა. მას ჯერ ერთ შეხვედრაში ამდენი ხანი არ უთამაშია. კომპენსირებულ დროში გლაზგოელები ნდომბელემაც დაამწუხრა და ნეაპოლურმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ A ჯგუფში 6 ქულით ლიდერია და შემდეგ მატჩს ტურნირზე 4 ოქტომბერს ამსტერდამში „აიაქსთან“ გამართავს. იქამდე სერია A-ში, 18 სექტემბერს, „სან სიროზე“ „მილანს“ დაუპირისპირდება, 1-ელ ოქტომბერს კი „ტორინოს“ უმასპინძლებს.

გლაზგო. „აიბროქსი“
რეინჯერსი - ნაპოლი 0:3
გოლები: 1:0 პოლიტანო (67, პენ), 2:0 რასპადორი (85), 3:0 ნდომბელე (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: ზილენსკი (57)
გაძევება: სანსი (57)

მკითხველის კომენტარები / 49 /
Ras eqpertobt,tavis saqmes aketebs da yvela tamashs mesic ki ert doneze ver atarebda roca zenitshi iyo.kai gundia da droshi ufro moumatebs.skudetoze milani tu gaejibreba.ligaze kide shors wava.am jgufidan faqturad gasulia.
0
დაანებეთ ხვიჩას თავი და აცალეთ პირველი ნაბიჯების გადადგმა ტოპლიგაში, ყველა თამაშში გოლი რომ შეაგდოს მასე ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.. მართლა სამარცხვინოა უკვე.. ყველა უბრალო ფოტოზე ან სტატუსზე კვარადონას წერა და ნაპოლის სხვა ფეხბურთელების ლანძღვა არის უკვე ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა.. ლამის ვინატრო რომ კვარამ 3-4 თამაში ჩააგდოს, რომ დაანებონ თავი და ბიჭმა შეძლოს წყნარად თამაში და ვარჯიში, რომ მართლა ვარსკვლავად იქცეს რამდენიმე წელიწადში. წარმატებები ჩვენს იმედს
papai
13:32 15-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული