ხვიჩამ გლაზგოში პენალტი, "ნაპოლიმ" კი მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „რეინჯერსი“ 3:0 დაამარცხა.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და ზილენსკის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მასპინძლები სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და არფილდს გატანა მეკარე მერეტმა არ დაანება. შემდეგ სიმეონე მაკგრეგორთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ანგარიშის გახსნა ვერ შეძლო. ხვიჩა კვარაცხელიას ორი მცველი მეურვეობდა, ორჯერ მაინც გაექცა მოწინააღმდეგეს, თუმცა მიზანს ვერ უწია.

მეორე ტაიმი ნეაპოლელთა იერიშებით დაიწყო. ხვიჩას დარტყმული ბურთი შოტლანდიელთა ვეტერანმა გოლკიპერმა მოიგერია. 57-ე წუთზე სიმეონე საჯარიმოში შეიჭრა, სანსმა წააქცია, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, პენალტი ზილენსკის მეკარემ
აუღო და პოლიტანომ დამატებაზე გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ჩათვალა, რომ წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი. ზილენსკიმ თერთმეტმეტრიანი ხელახლა შეასრულა და ისევ ვერ დაჯაბნა მაკგრეგორი. 67-ე წუთზე ხვიჩას დარტყმული ბურთი ხელზე საჯარიმოში ბარიშიჩს მოხვდა და პოლიტანომ სტუმრები პენალტით დააწინაურა. 70-ე წუთზე კვარაცხელიას მორელოსმა მაისურზე მოქაჩა, წააქცია, თუმცა არბიტრმა დაინდო და მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა. მერე ქართველი დრიბლინგისას ტავერნიემ საჯარიმოს წინ მოცელა და ყვითელი ბარათი დაიმსახურა. 82-ე წუთზე მან კუთხიდან სცადა ცხრიანში ბურთის ჩახვევა, თუმცა არ გამოუვიდა. მერე კვლავ განახორციელა დრიბლინგი, კარის წინ გაკეთებული გადაცემა კი არაზუსტი გამოუვიდა. შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ 85-ე წუთზე დალაშქრა გლაზგოელთა კარი და მატჩის ბედიც გადაწყდა. ქართველი მწვრთნელმა სპალეტიმ 90-ე წუთზე შეცვალა. მას ჯერ ერთ შეხვედრაში ამდენი ხანი არ უთამაშია. კომპენსირებულ დროში გლაზგოელები ნდომბელემაც დაამწუხრა და ნეაპოლურმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ A ჯგუფში 6 ქულით ლიდერია და შემდეგ მატჩს ტურნირზე 4 ოქტომბერს ამსტერდამში „აიაქსთან“ გამართავს. იქამდე სერია A-ში, 18 სექტემბერს, „სან სიროზე“ „მილანს“ დაუპირისპირდება, 1-ელ ოქტომბერს კი „ტორინოს“ უმასპინძლებს.

გლაზგო. „აიბროქსი“
რეინჯერსი - ნაპოლი 0:3
გოლები: 1:0 პოლიტანო (67, პენ), 2:0 რასპადორი (85), 3:0 ნდომბელე (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: ზილენსკი (57)
გაძევება: სანსი (57)

მკითხველის კომენტარები / 49 /
Ras eqpertobt,tavis saqmes aketebs da yvela tamashs mesic ki ert doneze ver atarebda roca zenitshi iyo.kai gundia da droshi ufro moumatebs.skudetoze milani tu gaejibreba.ligaze kide shors wava.am jgufidan faqturad gasulia.
Gia
15 სექტემბერი 2022 14:19
0
დაანებეთ ხვიჩას თავი და აცალეთ პირველი ნაბიჯების გადადგმა ტოპლიგაში, ყველა თამაშში გოლი რომ შეაგდოს მასე ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.. მართლა სამარცხვინოა უკვე.. ყველა უბრალო ფოტოზე ან სტატუსზე კვარადონას წერა და ნაპოლის სხვა ფეხბურთელების ლანძღვა არის უკვე ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა.. ლამის ვინატრო რომ კვარამ 3-4 თამაში ჩააგდოს, რომ დაანებონ თავი და ბიჭმა შეძლოს წყნარად თამაში და ვარჯიში, რომ მართლა ვარსკვლავად იქცეს რამდენიმე წელიწადში. წარმატებები ჩვენს იმედს
papai
15 სექტემბერი 2022 13:32
0
მარიო რუი, არ იქცევა კარგად. გამუვალი მდგომარეობის გარდა, შეტევის ფრთას ცვლის. ისე, ბურთს იშორებს და აჩეჩებს, ხვიჩას.
100%
15 სექტემბერი 2022 11:36
2
მაგას ვამბობ, არ აძლევს პასს კარგ მდგომარეობაში, აჩეჩებს მაშინ, სხვა გამოსავალი როცა არა აქვს.
ისევ მაგ აზრზე ვარ. რა არის გაუგებარი?
100%
15 სექტემბერი 2022 23:29
0
ჯერ ამბობდნენ მარიო რუი პასს რატომ არ აძლევსო ხვიჩას, ეხლა რატომ აჩეჩებსო. საერთოდ მარიო რუი მოედანზე ბევრ შავ სამუშაოს აკეთებს გუნდისთვის და სულ მოძრაობაშია, ხანდახან საპირისპირო ფლანგზე აღმოჩნდება. გამოუვალ სიტუაციაში ხვიჩაც უკან აბრუნებს ხოლმე მისთვის მიწოდებულ ბურთს. ეს ბუნებრივი ინსტინქტია როდესაც გავიწროებენ. რადგან პასს აძლევენ ხვიჩას ესე იგი თვლიან რომ ძლიერი მოთამაშეა.
mmm
15 სექტემბერი 2022 12:52
3
თუ ხვიჩა იმას შეასრულებს და დახვეწავს რა მოთხოვნებიც აქვს სპალეტის მის მიმართ ეს ხვიჩასთვის ( და ასევე ჩვენი ნაკრებისთვისაც) ძაან მაგარი იქნება!!!

ნაპოლიში ხვიჩა ყალიბდება ევროპის ერ-ერთ ძლიერ პროფესიონალ ფეხბურთელად!
წარმატებები ხვიჩას!
თემური
15 სექტემბერი 2022 10:37
1
Სპალეტი ძალიან ჭკვიანი მწვრთნელი და ადამიანი ყოფილა,აბსოლუტურად სწორი აქცენტები და მინიშნებები გააკეთა.ეს ჩვენ გვინდა ხვიჩამ ყოველ თამაშში გოლები გაიტანოს,მაგრამ სპალეტი მთლიანად გუნდზეა პასუხისმგებელი,ხვიჩა კარში ურტყავს მაშინ როცა თანაგუნდელი ძალიან კარგ,უკეთეს პოზიციაშია და მან ეს უნდა დაინახოს,ანგისას რა არ შეეძლო კარში დარტყმა?მაგრამ მან ძალიან კარგი პასი გააკეთა უკან.ხვიჩა ამ სიტუაციაში დაარტყავდა,ძალიან ბევრჯერ დაარტყა კარში,მაგრამ ააცილა,ეფექტურობა დაბალი ჰქონდა.ზოგმა შეიძლება თქვას,რომ საჯაროდ მაინც არ უნდა გაეკრიტიკებინა სპალეტისო,მაგრამ ჩვენ არ ვიცით რამდენჯერ უთხრა ეს სპალეტიმ ხვიჩას ერთი ერთზე,როგორც ჩანს უშედეგოდ.უნდა მიიღო,განსაკუთრებით შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში,უსწორესი გადაწყვეტილება წამის მეასედში,ამას ითხოვს სპალეტი ხვიჩასგან,ხვიჩა კი მხოლოდ კარში დარტყმაზე ფიქრობს.გარდა ამისა,აშკარად ჩანს,რომ ხვიჩა დაცვაში ჩადის მხოლოდ იმიტომ რომ მწვრთნელი თხოვს ამის გაკეთებას,მაგ,პოლიტანოსგან განსხვავებით ,არ დებს ჯიგარს და მისი ეფექტურობა დაცვაში დაბალია,ანუ იმაზე კი არაა ორიენტირებული რომ ბურთი აართვას,უბრალოდ ჩადის მოვალეობის მოხდის მიზნით
Გიო
15 სექტემბერი 2022 10:35
4
საღოლ!!!! ვერ გაგიგებენ მაგრამ მას რა!
სტატე
15 სექტემბერი 2022 11:15
1
Კომენტარებს რატო აქვეყნებთ შერჩევით,არ გაქვთ მაგის უფლება,მაშინ კომენტარის დაწერისას არ დაეწეროს-თქვენი კომენტარი მიღებულია და მალე გამოქვეყნდება,დააწერეთ -თქვენი კომენტარი მიღებულია და ან გამოქვეყნდება ან არა.
გიო
15 სექტემბერი 2022 10:31
0
100% სიმართლეს ლაპარაკობს სპალეტი და ამ ყველაფერს ისევ კვარასათვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა .დღეს გუნდურ თამაშს აბსოლიტურად ყველა გუნდი ითხოვს , განურჩევლად ყველასაგან . თუ უნდა კიდევ უფრო დიდი გახდეს , მაშინ დაუჯეროს სპალეტის , ვინ თუ არა იტალიერმა იცის ფეხბურთის ნიუანსები , კიდევ უფრო უნდა განავითაროს საკუთარი ნიჭი. რაც შეეხება პასს არ აძლევენ და მასეთი თემები , ნებისმიერ გუნდში გჭირდება დრო , რომ იმ გუნდის ნაწილად იქცე. ეგ უნდა გაიაროს , გასახდელი ოთახის ადაპტაცია არანაკლებ მნიშვნელოვანია მინდორზე თამაშისა .მთავარია ყურადღება არ მიაქციოს პრესის გადამეტებულ ყურადღებას და მთელი კონცენტრაცია თამაშზე და ვარჯიშზე გააკეთოს.
ATP 16
15 სექტემბერი 2022 09:46
1
მაგას ქვია, ფეხი არ გაანძრევინეს. არ იყო აქტიური. თუ ასე გააგრძელა (რაც იმედია ასე არ იქნება) ადგილს დაკარგავს სასტავში. ნუ მე ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა და სხვისი არვიცი.
მორიელი
15 სექტემბერი 2022 08:40
36
შენ თამაში არ გინახია მეგობარო,კარში 8 ჯერ დაარტყა,რა ფეხი არ გაანძრევინეს???!!!
Devkalioni
15 სექტემბერი 2022 10:46
1
არაა ფეხბურთი შენი საქმე სხვა რამეზე წერე კომენტარები
ბექა
15 სექტემბერი 2022 10:29
0
ისწავლის ნელ-ნელა თანამედროვე ევროპული ფეხბურთის თამაშს. დრო ჭირდება.
აღმოფხვრის იმ ხარვეზებს რაც აქვს.
ეს არის გამძლეობა, სწორი პასი. დაზღვევა და ყველაფერი ის რასაც ქართული ფეხბურთი შორს ჩამორჩა თანამედროვეობას.
las
15 სექტემბერი 2022 08:23
1
თქვენი არ ვიცი მარა გუშინს მერე ნაპოლი ჩემთვის არა პატივსაცემ კლუბად იქცა ყველამ ვიცით რომ კლუბში ერთი დამრტყმელია ლივერთან გამოჩნდა რო 2 იყო კაი ბატონო როცა ადამიანი პირველად თამაშობს ლიგაზე და პირველი გოლი რა ფსიქოლოგიური მუხტი იქნებოდა 4 პენალტიდან ერთის დარტმის უფლება როგორ არ მიცეს მითუმეტეს თავისი გამომუშავებულის? კარგ ვარიანტში მეოთხე ადამიანი პენალტის დარტყმაში ოსიმენი ზელენსკი პოლიტანო თუ გახსოვთ ლივერთან ოსიმენს რო ვან დაიკმა ფეხი დააბიჯა ტიპს კინაღამ ფეხი მოძვრა და მაინც მე დავარტყამო ზუსტად იმ ტკივილის გამო ვერ გაიტანა ასე კაი ხანია არ გავბრაზებულვარ
ნოდო
15 სექტემბერი 2022 07:04
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული