ჩემპიონთა ლიგა. II ტური: ხოჭოლავას კარგი მატჩი "სევილიასთან", "რეალის", "სიტის" და პსჟ-ის გამარჯვება და "იუვეს" საშინაო მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, მეორე სათამაშო დღეს, საინტერესო მატჩები გაიმართა.

დავით ხოჭოლავამ „სევილიასთან“ უგოლოდ დასრულებულ საშინაო შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

„ჩელსი“ საკუთარ მოედანზე ფრეს (1:1) დასჯერდა „ზალცბურგთან“. „რეალმა“ სახლში ბოლოსკენ გატეხა „ლაიფციგი“ (2:0). „მანჩესტერ სიტიმ“ „დორტმუნდს“, ხოლო პსჟ-მა „მაკაბის“ შემოუტრიალა თამაში. მესიმ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. „ბენფიკამ“ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა ტურინში „იუვენტუსთან“ - 2:1.

E ჯგუფი

მილანი. “სან სირო“
მილანი - დინამო (ზ) 3:1
გოლები: 1:0 ჟირუ (45, პენ), 2:0 სალემაკერსი (47), 2:1 ორშიჩი
(56), 3:1 პობეგა (77)

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“
ჩელსი - ზალცბურგი 1:1
გოლები: 1:0 სტერლინგი (48), 1:1 ოკაფორი (75)

F ჯგუფი

ვარშავა. „იუზეფ პილსუდსკი“
შახტარი - სელტიკი 1:1
გოლები: 0:1 ბონდარენკო (10, საკ. კარში), 1:1 მუდრიკი (27)

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - ლაიფციგი 2:0
გოლები: 1:0 ვალვერდე (80), 2:0 ასენსიო (90+1)

G ჯგუფი

კოპენჰაგენი. “პარკენი“
კოპენჰაგენი - სევილია 0:0

მანჩესტერი. „ეტიჰადი“
მანჩესტერ სიტი - დორტმუნდი 2:1
გოლები: 0:1 ბელინგემი (56), 1:1 სტოუნზი (80), 2:1 ჰოლანი (84)

H ჯგუფი

ტურინი. „ალიანც სტადიუმი“
იუვენტუსი - ბენფიკა 1:2
გოლები: 1:0 მილიკი (4), 1:1 ჟოაო მარიო (43, პენ), 1:2 ნერესი (55)

ჰაიფა. „სემი ოფერი“
მაკაბი - პსჟ 1:3
გოლები: 1:0 შერი (24), 1:1 მესი (37), 1:2 მბაპე (69), 1:3 ნეიმარი (88)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაზე ძალიან, ლეოს გოლი გამიხარდა! ლეო, ეგ ერთი და სხვა მრავალი! ჩვენს ხვიჩას კი უდიდეს წარმატებას ვუსურვებ!
leo mesis fani.
12:26 15-09-2022
0

სიახლეები პოპულარული