სპალეტი: "კვარა" ქმნის სიგიჟეს, მაგრამ ეს თქვენთვის იგებს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი თამაშს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" ნამატჩევს (3:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე კომენტარი გააკეთა.

"კვარაცხელია? თქვენ მასზე ამბობთ, რომ ძლიერი, ძლიერი, ძლიერია. შემდეგ მეკარესთან ახლოს რჩება, კარში ურტყამს, როდესაც გვერდით თავისუფალი პარტნიორი ჰყავს. ნდომბელეს გოლი ვინ შექმნა? ანგისამ. გოლი მისი დამსახურებაა.

"კვარა" გუნდისთვის ბევრს აკეთებს, მეტოქის დაცვას წელავს, კარისაკენ დრიბლინგს აკეთებს, ძალიან ძლიერია, მაგრამ უნდა იცოდეს, სწორი გამოსავალი როგორ მოძებნოს. პოლიტანომ გრძელი გარბენი გააკეთა, შემდეგ კი არანორმალური პენალტი გაიტანა, სუპერპენალტი. შევცვალე, რადგან ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული.

ისინი განსაკუთრებულები
არიან, რათა უფრო ძლიერები გავხდეთ. თამაშს ჩვენთვის ერთი ფეხბურთელი არ იგებს, ეს თქვენთვის იგებს ერთი. თუ კიმი ყველა საჰაერო ორთაბრძოლას არ მოიგებს, თუ ლობოტკა და ანგისა ნახევარდაცვაში ბურთს ვერ გაათამაშებენ, მაშინ "კვარა" ბურთს ორჯერ შეეხება. მას აქვს ხარისხი და ალღო, ქმნის განსხვავებას, სიგიჟეს, ჯანსაღ სიგიჟეს, თუმცა გუნდის ყველა წევრი მნიშვნელოვანია", - ციტირებს სპალეტის Tutto Napoli.

მკითხველის კომენტარები / 63 /
კრიტიკა აუცილებელი და უფრო გამოადგება კვარას, ვიდრე ქება, თუნდაც ძალიან დამსახურებული.
zurab
15 სექტემბერი 2022 09:50
2
პოლიტანოა თუ რაღაც ოხრობა ეგეც გააკრიტიკე ღორი ბავშვივით სულ კარისკენ რო ურტყავს და კარგ პოზიციაში კვარას არ იმჩნევს.... ბიჭმა პენალი მოიპოვა და ისიც არ დაარტყმევინეს
roni
15 სექტემბერი 2022 09:43
4
ხვიჩა უძლიერესია და პროგრესირებს ,მაგრამ დასრულების მომენტში უფრო მარტივად უნდა იმოქმედოს,8 ჯერ დაარტყა კარში ,გარდა ამისა ორჯერ ერთი ერთზე იყო მეკარესთან და კარს ააცილა ,იმიტომ რომ ცდილობდა შორეულ ცხრიანში და რაღაცა ზებუნებრივი გოლის გატანას,
Devkalioni
15 სექტემბერი 2022 09:34
3
ქებამ აწყინაო ხომ გაგიგონიათ,ჯანსაღი კრიტიკაც აუცილებელია ადამიანისთვის რომ არ მოდუნდეს.სპალეტიმ იცის რასაც აკეთებს და ამბობს,ხვიჩას მისგან უდიდესი ნდობა აქვს რასაც ამართლებს.
მალხაზი
15 სექტემბერი 2022 09:31
1
ლივერპულთან ვინ გაუკეთა პასი სიმეონეს. არ ვეთანხმები ამ კრიტიკას, თუმცა სულ ქება-დიდებას ჯობია ცოტაოდენი კრიტიკა, რომ გამოფხიზლდეს ახალგაზრდა ფეხბურთელი.
და მაინც გოლზე დაგეშილია კვარა და სულ გოლის გატანას ცდილობს, ალბათ იმიტომ, რომ მის გოლზე იმხელა მოლოდინია, უგოლო თამაშს არ უთვლიან კარგად ჩატარებულად. ძალიან დოდი ზეწოლაა ამ ბიჭზე, საქართველოში აღარ ვსაუბრობ, ზოგადად.
რა გოლებიც გაიტანა აქამდე ყველა ერთი მეორეზე უკეთესები იყო სილამაზით და ყველა თამაშზე ელიან რომ იგივეს გააკეთებს.
როგორც ჩანს ინდივიდუალიზმს უწუნებს მწვრთნელი და კვარას გარდაქმნა უნდა.
მერე ყველას მართლა მარტო კვარა აკერია პირზე.
მე მინდა ისეთი დარჩეს როგორიც არის, ყველა დიდი ფეხბურთელი ეგოისტობდა ყოველთვის და ამაში გასაკვირი არაფერია. პუბლიკას არანორმალურად შეუყვარდა და უფრო და უფრო მეტი სიხარულის მინიჭება უნდა გოლებით. პასუხისმგებლობას გრძნობს.
მაგიტომაც დაარტყა ამდენჯერ კარში
!!
15 სექტემბერი 2022 09:06
1
სპალეტი ატრაკებს..
შავი კაცი
15 სექტემბერი 2022 09:00
7
არ ვიცი ახლა როგორაა,ჩემს ბავშვობაში კი,სკოლაში კარგად თუ სწავლობდი მასწავლებელი შენგან ითხოვდა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყავი.სპალეტი მაგარი მწვრთნელია და იცის რასაც ლაპარაკობს.მთელი ქვეყანა ხვიჩას აქებს,ვინმემ ხომ უნდა უთხრას შეცდომის შესახებ.კეისარს კაცი დაყვებოდა და როცა ბრბო ყიჟინით და აღტაცებით დასდევდა,ეს კაცი კეისარს სულ ახსენებდა რომ ადამიანი იყო.
ენძო
15 სექტემბერი 2022 08:57
1
საინტერესოა კვარაზე ასე რომ ისაუბრა, შეკითხვის ავტორი ვინაა, ვინმე ქართველი ჟურნალისტი ხომ არა? ამასწინათ სენტანტაზე ვნახე როგორი პასუხი გასცა სპალეტიმ ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას კვარაზე - ყოველთვის ასე ადრე რატომ ცვლიო. სპალეტიმ, გუნდში კვარას გარდა გენიალური ფეხბურთელები მყავსო. თუ ეს შეკითხვაც ისევ ქართველმა ჟურნალისტმა დაუსვა, გასაგებია სპალეტის გაღიზიანება. მგონი ზედმეტია ასეთი ტრიპაჩობა. კვარა ისედაც მაგარია, დავაცადოთ ამ ბიჭს ადაპტირება.
ივან
15 სექტემბერი 2022 08:28
3
ბოლო თამაშებში ხვიჩა უხასიათოდ მეჩვენება.
გუშინ მოპოვებული პენალტი წაართვეს, მწვრთნელმა გვერდით ხაზს მიაჯაჭვა, პასებს ხშირად არ აძლევდენ, სპალეტი აკრიტიკებს...
რა ხდება?
კარგი იქნება მის აგენტთან ან ვინმე ახლობელთან ინტერვიუ ყოველივე ამაზე.
ILIA
15 სექტემბერი 2022 07:40
5
აშკარად თვალშისაცემი იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში ხვიჩას ინერტულობა... თითქოს უგულოდ , შებოჭილად ირჯებოდა, ერთი გარღვევის მცდელიბა არ ქონია.... ეგრევე უკან უბრუნებდა პასს.... რაღაც რო ხდება ფაქტია! და ისიც ფაქტია რომ ეს "რაღაც" აშკარად არა ხვიჩას სასარგებლიდ მოქმედებს!
mirosan
15 სექტემბერი 2022 12:11
0
აგენტი და ახლობელი ვერაფერს იზამს, მაგრამ იქნებ რაიმე ინფორმაცია გაგვეგო.
რაღაც ხდება უთუოდ.
3-4 თამაშია, ნაღვლიანი მეჩვენება ჩვენი ოქროს ბიჭი.
"ნაპოლის" ვეტერანების ნაწილს, ბუნებრივია, შურს ხვიჩასი, მაგრამ იქნებ კიდევ სხვა მიზეზიცაა...
ILIA
15 სექტემბერი 2022 11:54
0
ყველა გამოხმაურება
ისე საინტერესოა ხვიჩამ სხვადასხვა გამოცემებმა რატომ შეაფასეს 7.0-თ და დანარჩენები ზოგი 7.5 7.8 და 7.9-თ ??? ვიზე ნაკლებად ითამაშა და ვიზე მეტი შეცდომა დაუშვა ?? პირიქით საუკეთესო იყო ! მერე რა რომ გოლი ვერ გაიტანა ? სამაგიეროდ პირველ ორ გოლში მიიღო მონაწილეობა პენალიც გააკეთა და მეორე გოლის კომბინაციაც მაგან დაიტყო და სანამ დაიწყებდა სამი მცველი გადმოვიდა მარცხნივ მართალია სამივე ხვიჩასთან არ გადმოვიდნენ მაგრამ დაცვაში რომ გაჩდა დერეფანი ზუსტად ის გამოიყენეს და გაიტანეს მეორე გოლი!
zura222
15 სექტემბერი 2022 07:11
1

სიახლეები პოპულარული