
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "ნაპოლიმ" გლაზგოში 3:0 სძლია "რეინჯერსს". სტუმრები ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მოპოვებული პენალტით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც მასპინძელთა გუნდი გატყდა. ასე რომ, ქართველმა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ბრიტანული სპორტული ანალიტიკური კომპანია Opta იტყობინება, რომ კვარაცხელიამ კარისაკენ 8-ჯერ დაარტყა და ამ მაჩვენებლით მიმდინარე ტურნირის რეკორდი დაამყარა.
ის საუკეთესო იყო მეტოქის საჯარიმოში ბურთის შეხებით (8) და მოგებული ორთაბრძოლებით (16-დან 10), ასევე, სამჯერ აართვა მოწინააღმდეგეს ბურთი და სამი ჯარიმა გამოიმუშავა.