"რეინჯერსმა" ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" მატჩის წინ უეფას აკრძალვა დაარღვია - დაისჯებიან გლაზგოელები?

AutoSharing Option
"რეინჯერსმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის საშინაო მატჩის წინ უეფას აკრძალვა დაარღვია. 

ბრიტანული გუნდების - "ჩელსის", "სიტისა" და "რეინჯერსის" სურვილი იყო, რომ დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნის პატივსაცემად მატჩების დაწყების წინ ბრიტანეთის ეროვნული ჰიმნი დაეკრათ, რაზეც უეფამ უარი განაცხადა. 

მიუხედავად ამისა, წუთიერი დუმილის შემდეგ "რეინჯერსის" სტადიონზე ბრიტანეთის ჰიმნი მაინც შესრულდა, რითიც უეფას წესი დაირღვა.

მოგეხსენებათ, "აიბროქსზე" კვარაცხელიას "ნაპოლიმ" 3:0 იმარჯვა. ჯერჯერობით უცნობია, დასჯის თუ არა უეფა გლაზგოურ კლუბს.
მკითხველის კომენტარები / 19 /
დიდი ამბავი თუ გლაზგოს დედოფლის საპატივცემულოდ ჰიმნი ააჟღერა. უეფაში იმხელა დარღვევები და კორუფციაა, რომელთაც ბლატერი და პლატინი შეეწირნენ, რომ ჰიმნის შესრულება არაფერია მათთან შედარებით.
ქართველი
20:44 15-09-2022
3
შოტლანდიელების რამდენი თაობა შეეწირა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და ეხლანდელებმა კი, რეფერენდუმის შედეგად, უარი თქვეს დამოუკიდებლობაზე.
მიშა
12:37 15-09-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული