"რეინჯერსმა" ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" მატჩის წინ უეფას აკრძალვა დაარღვია - დაისჯებიან გლაზგოელები?

AutoSharing Option
"რეინჯერსმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის საშინაო მატჩის წინ უეფას აკრძალვა დაარღვია. 

ბრიტანული გუნდების - "ჩელსის", "სიტისა" და "რეინჯერსის" სურვილი იყო, რომ დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნის პატივსაცემად მატჩების დაწყების წინ ბრიტანეთის ეროვნული ჰიმნი დაეკრათ, რაზეც უეფამ უარი განაცხადა. 

მიუხედავად ამისა, წუთიერი დუმილის შემდეგ "რეინჯერსის" სტადიონზე ბრიტანეთის ჰიმნი მაინც შესრულდა, რითიც უეფას წესი დაირღვა.

მოგეხსენებათ, "აიბროქსზე" კვარაცხელიას "ნაპოლიმ" 3:0 იმარჯვა. ჯერჯერობით უცნობია, დასჯის თუ არა უეფა გლაზგოურ კლუბს.
მკითხველის კომენტარები / 19 /
დიდი ამბავი თუ გლაზგოს დედოფლის საპატივცემულოდ ჰიმნი ააჟღერა. უეფაში იმხელა დარღვევები და კორუფციაა, რომელთაც ბლატერი და პლატინი შეეწირნენ, რომ ჰიმნის შესრულება არაფერია მათთან შედარებით.
ქართველი
15 სექტემბერი 2022 20:44
3
შოტლანდიელების რამდენი თაობა შეეწირა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და ეხლანდელებმა კი, რეფერენდუმის შედეგად, უარი თქვეს დამოუკიდებლობაზე.
მიშა
15 სექტემბერი 2022 12:37
6
რატომ არ შეიძლება, ბარემ ეგეც დაწერე. დაგინებულია?:))
კოტე-ს
16 სექტემბერი 2022 20:40
0
ძალიანაც სწორი გააკეთეს! დიდი ბრიტანეთის დაშლა არ შეიძლება!შენ შენ საქმეს მიხედე!
კოტე
16 სექტემბერი 2022 10:48
5
ყველა გამოხმაურება
დიდი ამბავი თუ გლაზგოს დედოფლის საპატივცემულოდ ჰიმნი ააჟღერა. უეფაში იმხელა დარღვევები და კორუფციაა, რომელთაც ბლატერი და პლატინი შეეწირნენ, რომ ჰიმნის შესრულება არაფერია მათთან შედარებით.
ქართველი
15 სექტემბერი 2022 12:27
8
როგორ დასჯიან ? 0-3 წაგებას ჩაუთვლიან ? PP
zura222
15 სექტემბერი 2022 11:47
2
დაარღვიეს და თვალს ვერ დახუჭავენ,მაგრამ გაითვალისწინებენ სიტუაციას და სავარაუდოდ,სიმბოლური სასჯელით შემოიფარგლებიან.სხვანაირად შეუძლებელია.
სოსო
15 სექტემბერი 2022 11:31
0
ეს რა აკრძალვაა?კომუნისტური,ჩეკისტური ორგანიზაციაა უეფა?რა უფლება აქვთ ეროვნული ჰიმნი აკრძალოს?სულ გაუბერეს.დასჯიან და მიუჩენენ თავის ადგილს ბრიტანელები.ინგლისელების წყალობით გადაურჩა უეფა სუპერლიგას და ახლა ჰიმნს კრძალავს?არაადეკვატურობასაც საზღვარი აქვს.
Master
15 სექტემბერი 2022 11:06
19
იმის ახსნა რატო უნდა მჭირდებოდეს რომ ჰომნი იკვრება როცა ეროვნული ნაკრები ხვდება ერთმანეთს იმ კლუბში შეიძლება სულ 1 კაცი იყოს იმ ქვეყნიდან და დანარჩენი 10 სხვადასხვა ქვეყნიდან და სტუმარმაც რო მოითხოვოს უარს ეტყვი? იმიტო აქ ლიგას ამდენი წელია ჰიმნი სწორედ მაგიტომ
ნოდო
15 სექტემბერი 2022 17:46
0
სლოვანი ბათუმი უეფას მიერ ორგანიზებული ტურნირი იყო და რათქმაუნდა თქვენც დაისჯებოდით,რომ ჩაგერთოთ საქართველოს ეროვნული ჰიმნი. ევროპის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა, კანონის უზენაესობაა.თუ რეგლამენტი ან წედება კრძალავს ეროვნული ჰიმნის დაკვრას, კეთილი ინებოს და ბრიტანეთია თუ გერმანია კანონი დაიცვას, გერმანია რათქმაუნდა პირობითად მოვიყვანე მაგალითად,თორემ გერმანია 100% დაიცავდა აღნიშნულ კანონს. რაც შეეხება მორალურ მხარეს,მე პირადად ნებას დავრთავდი ჰიმნის გაჟღერების.უეფაში რომ ბევრ რამეზე აქვთ სამუშაო და გამოსასწორებელი,ისევე როგორც ქართულ ფეხბურთში ამაზე მემგონი ერთ აზრზე ვიქნებით.
Master-ს
15 სექტემბერი 2022 14:19
1
ყველა გამოხმაურება
უილიამ უოლასი საფლავში სალტოებს აკეთებს ალბათ :დ
gulshematkivari
15 სექტემბერი 2022 10:56
0
წერტილ, რა მაგრა ღადაობ!
ზურა
15 სექტემბერი 2022 20:43
0
რატომ? მშვიდობა და პატივისცემა რომ არის ბრიტანეთში? ომი გინდა? )))
***
15 სექტემბერი 2022 15:21
6
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული