სპალეტიმ "აიაქსთან" სასტარტოს როტაცია დააანონსა - ეს კვარაცხელიას შეეხება?

AutoSharing Option
"აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა:

"აიაქსი" ჩვენსავით თამაშობს. მათ მოსწონთ ბურთის ფლობა, მაგრამ აქვთ შეტევის ვერტიკალური ინტენსიური გადაწყვეტილებები. პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, თუმცა შესაძლებლობების ზღვრამდე. ეს ძალასა და თვისებებს მოითხოვს. საკუთარ თავში ჩახედვა გვმართებს, რათა გავიგოთ, როგორ წარმოვაჩინოთ საუკეთესო უნარები.

საინტერესო შეხვედრა იქნება, მდიდარი ისტორიის კლუბს დავუპირისპირდებით. დიადი რომ გახდე, დიად მოწინააღმდეგეებთან უნდა ითამაშო. გარკვეულ დონეზე საკუთარი ფასეულობის გაზომვის შესაძლებლობა გვექნება. თუ მოვახერხებთ დავამტკიცოთ, რომ ეს შეგვიძლია, კარგი პასუხი
გამოგვივა. გამარჯვების შემთხვევაში, შეიძლება საკვალიფიკაციო ეტაპი ვადამდე გადავლახოთ, მაგრამ ვიცით, გრძელი გზა გველის და გვეყოლება ისტორიაში აღიარებული გუნდი".

სპალეტიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ არაა გამორიცხული, სასტარტოში ცვლილებები განახორციელოს, რასაც არ დააკონკრეტებს. ეს იმით იქნება გამოწვეული, რომ მისი რამდენიმე ფეხბურთელი კარგად ირჯება, თუმცა ყველა მატჩში შეუცვლელად თამაში არ შეუძლიათ.
ასე რომ, დაველოდოთ სპალეტის მიერ ძირითადი შემადგენლობის გამოცხადებას და ვნახოთ, შეეხება თუ არა როტაცია ხვიჩა კვარაცხელიას.

altკრისტიან ძაკარდომ ახსნა, რატომ არ შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი "მილანსა" და "იუვენტუსში"

alt"კვარაცხელია ძალიან ძლიერია, განსაკუთრებით, ერთ კომპონენტში" - "აიაქსის" თავკაცი ხვიჩაზე საუბრობს

alt"შესვენებაზე ფეხბურთს ვთამაშობდით, ბურთს დამიგორებდა და მაგულიანებდა - დაარტყით, მასწ!" - ინტერვიუ ხვიჩას მასწავლებელთან

მკითხველის კომენტარები / 15 /
დონ სპალეტი ხვიჩას გარეშე აიაქსს ვერ მოუგებ იცოდე არც კი იფიქრო სხვანაირათ ხვიჩას გარეშე ნაპოლი ვერ გაქაჩავს ბოლომდე ათამაშე
ზაზა
19:39 04-10-2022
0
როტაციის მთავარი კანდიდატი,სავარაუდოდ პოლიტანო იქნება.მან ახლად მოშუშებული ტრავმა გაიმიზეზა და შეცვალეს.ამიტომ არა მგონია, სასტარტოში დააყენოს.ალბათ ლოზანოს გამოუშვებს.ანგისამაც ძალიან ბევრი ირბინა და შესაძლოა მისი შეცვლაც იფიქროს,თუმცა არა მგონია,რადგან ძალიან შრომისუნარიანი ფეხბურთელიცაა და ძალიან მნიშვნელოვანიც.
სოსო
16:04 04-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული