ხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა - "ნაპოლის" "აიაქსი" ბრდღვნად არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „აიაქსი“ 6:1 დაამარცხა.

ნეაპოლელთა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ საუცხოოდ ითამაშა, გოლიც გაიტანა, საგოლე გადაცემაც გააკეთა, დაცვასაც ეხმარებოდა და სერიოზულ ტრავმას გადაურჩა.

მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და დებიუტში კუდუსის გოლით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და შეუტიეს: ხვიჩას შორიდან დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. ცოტა ხანში რასპადორიმ ანგარიში გაათანაბრა. მერე ლოზანოს განივ გადაცემაზე ხვიჩამ მეურვეს დაასწრო, მაგრამ გატანა მეკარემ არ დაანება. მორიგი იერიშისას კი გათამაშებულ კუთხურს საჯარიმოში „კვარას“ პასი და დი ლორენცოს გოლი
მოჰყვა. ტაიმის დასასრულს ზილენსკიმაც დალაშქრა ამსტერდამელთა კარი და ნეაპოლელებმა პირველი ტაიმი 3:1 მოიგეს.

შესვენების შემდეგ რასპადორიმ დუბლი შეასრულა. ხვიჩას ორჯერ ეუხეშნენ, ფეხმტკივანმა მაინც გაიტანა და შეცვლა თავად მოითხოვა. დარჩენილ დროში პასვეერი შეცვლაზე შესულმა სიმეონემაც დაამწუხრა და დიდებულმა "ნაპოლიმ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ A ჯგუფში 9 ქულით ლიდერია, ფაქტობრივად გაინაღდა პლეი-ოფის საგზური და შემდეგ მატჩს ტურნირზე „აიაქსთან“ სახლში, 12 ოქტომბერს გამართავს.

ამსტერდამი. „იოჰან კრუიფი“
აიაქსი - ნაპოლი 1:6
გოლები: 1:0 კუდუსი (9), 1:1 რასპადორი (18), 1:2 დი ლორენცო (33), 1:3 ზილენსკი (45), 1:4 რასპადორი (47), 1:5 კვარაცხელია (63), 1:6 სიმეონე (81)
გაძევება: ტადიჩი (73)

დღეს ამავე ჯგუფში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „რეინჯერსს“ 2:0 სძლია.

ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული - რეინჯერსი 2:0
გოლები: 1:0 ალეკსანდერ-არნოლდი (7), 2:0 სალაჰი (53, პენ)

მკითხველის კომენტარები / 32 /
რას თამაშობს ეს სოფლის გუნდი....ა რას იტყვი მერაბ
კახა ქ.
05 ოქტომბერი 2022 03:14
0
მაგარი გუნდი შეკრა სპალეტიმ, ამდენი ლიდერი გაუშვა სეზონის წინ ყველა ფიქრობდა რომ ნაპოლი ვეღარ იქნებოდა კონკურენტიანი და პირიქით უფრო მაგრად ათამაშდნენ, ფაქტიურად ჯგუფიდან გასულია, თან რა ჯგუფიდან
მამუკა
05 ოქტომბერი 2022 01:05
3
სპალეტი მაღალი კლასის სპეციალისტია, რაც ხვიჩას ძალიან წაადგება
გია
05 ოქტომბერი 2022 09:51
1
მშვენიერი საგოლე პასი.
მშვენიერი გოლი.
თითქოს მეტი რა უნდა გინდოდეს, მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომაც ჰქონდა, სამწუხაროდ.
და კიდევ - ალბათ არ არის საჭირო ყოველი ჯარიმის ასე ემოციურად, ზედმეტი ჟესტიკულაციით გამოხატვა. ვფიქრობ, კარგი ფსიქოლოგი ან მრჩეველი სჭირდება.
ამის მიუხედავად მჯერა, რომ სულ რაღაც 2-3 წლის შემდეგ ჩვენი ოქროს ბიჭი ევროპაში საუკეთესო იქნება!
ILIA
05 ოქტომბერი 2022 01:03
65
მოიტა ნუ პროფესორობ
ლიბერალი
05 ოქტომბერი 2022 01:06
19
უშეცდომო ხომ იცი ვინცაა! შენ შედეგს მიაქციე ყურადღება ( მატჩის ანგარიშს არ ვგულისხმობ) გოლი გაიტანა, ასისტი გააკეთა, ყვითელი მიაღებინა, საშუალო დონის მსაჯი ტადიჩს პირდაპირ წითელს მისცემდა. წესით წითელი იყო ეს! მეტი რაღა უნდა ქნას???
დავით 67
05 ოქტომბერი 2022 04:24
8
ყველა გამოხმაურება
არადა რას გადავრჩიიით ! კოჭს ტეხდა ის ნა...ი ტადიჩიი აშკარად სპეციალურად ჩაარტყა @ განმეორებით რომ ვნახე ლამის გული გამიჩერდა ისე გამოჩდა ჩარტყნა და კოჩის გადაბრუნება ვიფიქრე მორჩა მოტეხა მეთქი @ მაგრამ მერე რომ დავინახე რომ უყინავდნენ ცოტა ამოვისუნთქეე ! (საერთოდ იმას უყინავენ ვინც თამაშის გაგრძელებას აპირებს) ვარ-ის სისტემა კარგია მაგრამ დასახვეწია კიდევ ! ასეთი მომენტებიც უნდა გაარჩიოს ვარ-მა და ეგრევე გააძევონ ვინც ასეთ არაკაცობებს ჩადის ან თამაშის მერე გაარჩიონ ასეთი მომენტები და დამნაშავეებს დიდი სანქვიები გამოუწერონ ! კოჭის მოტეხვა ისეთიო ტრავმაა შეიძლება კარიერაც დაამთავრებინოს ფეხვურთელს @ ისე ის არაკაცი ტადიჩიც გადარჩა--ხვიჩას რომ რამე მოსვლოდა ან ქართველი ან ნეაპოლელი კაცი სადმე მიაძაღლებდა ! ანხელს ხომ შერჩა ის 1981 ში ყიფიანი რომ დაამტვრია სპეციალურად და ტადიჩს ნაღდად არ შერჩებოდა !
zura222
05 ოქტომბერი 2022 01:57
1
მიუხედავად იმისა, რომ ჩაკეტილი ჰყავდათ და მუდმივად ფეხებში ურტყამდნენ მაინც მოახერხა და უმაგრეს თამაში აჩვენა. ვგიჟდები სიხარულისგან მგონი.
გილოცავთ ყველას, ვისაც გაგიხარდათ
Skeleton
05 ოქტომბერი 2022 01:40
0
ხვიჩა არის უკვე ფაქტორი, რომელსაც ანგარიშხ უწევს ყველა მწვრთნელი და ფეხბურთელი. ის იდეალური არაა, მაგრამ თავისი ამ ფაქტორის გამო მინიმიმუმ 2 დაცვის წევრს იზიდავს და გზას უთავისუფლებს სხვა ფეხბურთელებს, რითაც ნაპოლი მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს. არ დაგვავიწყდეს კიდევ რომ ოსიმენი, ხვიჩასნაირი მეორე ფაქტორი აკლია ნაპოლის.
ირაკლი
05 ოქტომბერი 2022 02:17
0
ასეთი "აიაქსი" დავბერდი კაცი, მომკალი და არ მახსენდება! თითქმის ყველა ორთაბრძოლა უხეშობით მთავრდებოდა. ტადიჩი არ არის ცუდი ფეხბურთელი და ისიც უხეშობდა. მწვრთნელის დავალება იყო ყველას მიმართ აგრესიული თამაში, უხეშობის ზღვარზე! ამას კი ვინ შეძლებს, ვინ ვერა!
კვარას პირველი სეზონი აქვს იტალიაში, ისიც როგორ დონეზე - კალჩო და ლიგა! ყველა თამაშს ერთ დონეზე ვერ ჩაატარებს. ფიზიკური კონდიციები გაეზრდება, მიიღებს გამოცდილებას დიდ და მძიმე სტადიონებზე თამაშის (ასეთებია კრუიფ-არენა, სანსირო, ენფილდი, ოლდტრაფორდი და ა.შ.) და მერე ნახეთ! კვარას ცუდად არ უთამაშია (გოლი და საგოლე პასი), უბრალოდ ჩვენ მისი პოტენციალიდან გამომდინარე, მეტი გვინდა. ყველაფერი კარგად იქნება. წინ ჩვენო ოქროს ბიჭო!!! წარმატებები!
G.A.L.
05 ოქტომბერი 2022 10:34
0
ჩვენი ოქროს ბიჭი! ულევი წარმატება შენ მუხლჩაუხრელ შრომასთან ერთად!
გეგი
05 ოქტომბერი 2022 01:38
0
ფაქტიურად, განახალებული შემადგენლობით, ვარსკვლავური გუნდის დაბადებას ვადევნებთ თვალს.
წარმატებები ხვიჩას და მის თანაგუნდელებს.
მიშა
05 ოქტომბერი 2022 11:07
0
მართლაც ასეთი ლამაზი ფეხბურთი დიდი ხანია არ მინახავს, დიდ ოთხეულს: რეალი, ბაიერნი, პსჟ და მან.სიტის ნამდვილად უნდა დავუმატოთ წელს ნაპოლი.. ამ გუნდს ასეთი თამაშით უბრალოდ უფლება არ აქვს დიდი მიზნებისთვის არ იბრძოლოს, ფორცა ნაპოლი
papai
05 ოქტომბერი 2022 12:49
0
სოფლის გუნდიო არა? ვიტესი რა იყო?
ზურა
05 ოქტომბერი 2022 08:42
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული