ხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა - "ნაპოლის" "აიაქსი" ბრდღვნად არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „აიაქსი“ 6:1 დაამარცხა.

ნეაპოლელთა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ საუცხოოდ ითამაშა, გოლიც გაიტანა, საგოლე გადაცემაც გააკეთა, დაცვასაც ეხმარებოდა და სერიოზულ ტრავმას გადაურჩა.

მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და დებიუტში კუდუსის გოლით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და შეუტიეს: ხვიჩას შორიდან დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. ცოტა ხანში რასპადორიმ ანგარიში გაათანაბრა. მერე ლოზანოს განივ გადაცემაზე ხვიჩამ მეურვეს დაასწრო, მაგრამ გატანა მეკარემ არ დაანება. მორიგი იერიშისას კი გათამაშებულ კუთხურს საჯარიმოში „კვარას“ პასი და დი ლორენცოს გოლი
მოჰყვა. ტაიმის დასასრულს ზილენსკიმაც დალაშქრა ამსტერდამელთა კარი და ნეაპოლელებმა პირველი ტაიმი 3:1 მოიგეს.

შესვენების შემდეგ რასპადორიმ დუბლი შეასრულა. ხვიჩას ორჯერ ეუხეშნენ, ფეხმტკივანმა მაინც გაიტანა და შეცვლა თავად მოითხოვა. დარჩენილ დროში პასვეერი შეცვლაზე შესულმა სიმეონემაც დაამწუხრა და დიდებულმა "ნაპოლიმ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ A ჯგუფში 9 ქულით ლიდერია, ფაქტობრივად გაინაღდა პლეი-ოფის საგზური და შემდეგ მატჩს ტურნირზე „აიაქსთან“ სახლში, 12 ოქტომბერს გამართავს.

ამსტერდამი. „იოჰან კრუიფი“
აიაქსი - ნაპოლი 1:6
გოლები: 1:0 კუდუსი (9), 1:1 რასპადორი (18), 1:2 დი ლორენცო (33), 1:3 ზილენსკი (45), 1:4 რასპადორი (47), 1:5 კვარაცხელია (63), 1:6 სიმეონე (81)
გაძევება: ტადიჩი (73)

დღეს ამავე ჯგუფში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „რეინჯერსს“ 2:0 სძლია.

ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული - რეინჯერსი 2:0
გოლები: 1:0 ალეკსანდერ-არნოლდი (7), 2:0 სალაჰი (53, პენ)

მკითხველის კომენტარები / 32 /
თამაშის წინ მე დავწერე აიაქსს სიკვდილის ბუზი დააჯდა მეთქი ხო ახდა ? ახლა კიდევ დავამატებ წინასწარ ხვიჩა და კომპანია დარჩენილ სამივე თამაშსაც მოიგებს ლიგაზე და ქართველი გადაუვლის ყველას დაცვას იმიტომ რომ უძლიერესია და თანაგუნდელებს დიდ სტიმულს აძლევს ნაპოლი უკვე შედის საუკეთესო სამეულში !!!
ზაზა
19:25 05-10-2022
0
შესანიშნავი გოლი იყო!!! წარმატებები ხვიჩას და... საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
16:35 05-10-2022
0

სიახლეები პოპულარული